"დორტმუნდმა" უმკაცრესი გამოცდა მოგვიწყო, თუმცა ჩემმა გუნდმა დაცვაში განსაკუთრებულად შეთანხმებულად იმოქმედა. პირველ ტაიმში ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, მაგრამ აქედან სარგებელი თითქმის არ გვქონია. საბოლოოდ, მეტოქის შეცდომას დავუდარაჯდით, რაც გამოგვივიდა კიდეც.
საერთო ჯამში, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. წარმატების ფასს ზრდის ისიც, თუკი გავითვალისწინებთ, რა შედეგები ჰქონდა ჩვენს მეტოქეს საკუთარ მოედანზე, სადაც მისი დამარცხება აქამდე ცოტას თუ
შესაძლოა, ვიღაცამ ისიც იფიქროს, რომ წინა სეზონში "ბაიერნის" დამარცხება უფრო გაგვიადვილდა, მაგრამ მე ასე ვერ ვიტყოდი. მიუნხენელებმა ლონდონში 3:1 მოგვიგეს. ჩათვალეს რა, რომ მომდევნო ეტაპზე იყვნენ, მოდუნდნენ. დღეს კი წარმატების ფასი ბევრად უფრო დიდი იყო, რადგან 3 ქულა ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ უფრო მეტად ჩვენ გვდომებია.
დღევანდელ შეხვედრაში "არსენალისთვის" ფრეც კი კატასტროფა იქნებოდა. გარწმუნებთ, დღეს ჩვენ ძალიან ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. სამწუხაროდ, ჩვენს ჯგუფში ვიღაცას აუცილებლად მოუწევს გზის დათმობა. იმედია, ეს "არსენალი" არ იქნება.
დღევანდელი შედეგი თავდაჯერებას გვმატებს. კვირას "იუნაიტედთან" სტუმრად გასამართი თამაშის წინ კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია".
ბენდტნერი მიდის, მაგრამ სად?
მიმდინარე სეზონში ნიკლას ბენდტნერი "არსენალს" 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. 25 წლის დანიელს დროდადრო ოლივიე ჟირუ უნდა შეეცვალა და მისთვის ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. ბენდტნერს სახეზე აწერია, რომ საქმეს განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე აკეთებს, რაც მის შედეგებზეც აისახება.
თავდამსხმელის წასვლაზე ლაპარაკი ისევ დაიწყო. ამბობენ, რომ მისით ბუნდესლიგური და პრემიერლიგური კლუბები არიან დაინტერესებულები.
ნიკლასს სეზონის ბოლოს ხელშეკრულება უმთავრდება. ასე რომ, "მეთოფეებს" მისი გაყიდვის შანსი იანვარში უკანასკნელად მიეცემათ. "სპორტ მედიასეტის" ინფორმაციით, პირველი კლუბი, რომელმაც ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები წამოიწყო, "ჰალ სიტია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. F ჯგუფი: "ნაპოლი" ვეზუვივით ამოიფრქვა [VIDEO]