სამარცხვინო შეცდომის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
"შალკეს" მეკარე ტიმო ჰილდებრანდი "ჩელსისთან" გუშინწინდელ მატჩს სიამოვნებით დაივიწყებდა, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ეს შეუძლებელია. 34 წლის გოლკიპერმა 31-ე წუთზე ბურთის მოგერიება გააჭიანურა, იქვე კი "ჩელსის" ფორვარდი სამუელ ეტო’ო გახლდათ ჩასაფრებული, რომელმაც ჰილდებრანდის დარტყმულს ფეხი დაუხვედრა, რის შემდეგაც ბურთი "შალკეს" კარში აღმოჩნდა. ანგარიში ასე გაიხსნა, მერე კი "ჩელსიმ" "შალკეს" კიდევ ორი გოლი გაუტანა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ვინ იცის, რომ არა ეს გოლი, შეიძლება არც წაგვეგო. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ვხვდები, რომ წაგება დიდწილად ჩემი ბრალია. 34 წლის ვარ, ასეთი
შეცდომა პირველად დავუშვი და იმედი მაქვს, ასეთი რამ აღარასოდეს დამემართება,"
- განაცხადა ჰილდებრანდმა თამაშის შემდეგ.

ტიმო კი იმედოვნებს, რომ ეს მის კარიერაში პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, მაგრამ მთავარი ისაა, ენდობა თუ არა მას "შალკეს" თავკაცი იენს კელერი მომდევნო შეხვედრებშიც. ერთი შეცდომის გამო ასე მკაცრად არავის სჯიან, მაგრამ ჰილდებრანდის საქმეს ის ფაქტი ართულებს, რომ "შალკეში" ისედაც იყო დისკუსია მეკარის საკითხზე, რომელიც ახლახან მიწყნარდა.

ასე რომ, დიდი შანსია, ბუნდესლიგის მომდევნო ტურში გელზენკირხენული კლუბის კარში ტიმოს შემცვლელი, 25 წლის რალფ ფერმანი ვიხილოთ. "ბილდის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში "შალკეს" ფანების უმრავლესობა ჰილდებრანდის ფერმანით შეცვლას ითხოვს...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. E ჯგუფი: "შალკესთვის" ჯერ ადრეა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცმა მანამდე ძაან მაგარი ბურთი რომ აიღო, იმას რატომ არავინ ამბობს? თავდამსხმელს შეუძლია 5 მომენტიდან 4 გაანიავოს და მაინც მაგარი იყოს, და მეკარემ წელიწადში 1 შეცდომა რომ დაუშვას, ეგრევე ქოლავენ...
Lasha
23:40 08-11-2013
0

სიახლეები პოპულარული