ლიონელ მესი: "ბარსელონას" მთავარი მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე "რეალი" და "ბაიერნია"

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი გუნდის მთავარი კონკურენტები დაასახელა და ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე ისაუბრა.

- როგორ წარმოგიდგენიათ ლა ლიგის სეზონის დასასრული?
- "ბარსელონასთვის" კარგად, რადგან კარგი ტემპით მივდივართ. ახალი წლისა და შობის შემდეგ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწყება. მთელი ძალებით ვიმუშავებთ, რომ გადამწყვეტ მატჩებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ.

- რომელი გუნდები მიგაჩნიათ "ბარსელონას" მთავარ კონკურენტებად ჩემპიონთა ლიგაზე?
- პირველ რიგში, მადრიდის "რეალი" და მიუნხენის "ბაიერნი", თუმცა მაღალი დონის სხვა გუნდებიც არიან. ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის ბევრი კონკურენტუნარიანი გუნდია, ამიტომ
აქ ტიტულის მოპოვება ძალიან ძნელია.

- რა უფრო გაწუხებთ - ტრავმა თუ ის, რომ ყველა მხოლოდ თქვენს ტრავმაზე საუბრობს?
- ნაკლებად მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ. ჩემზე ეს არ მოქმედებს. მივეჩვიე იმას, რომ ჩემზე ყოველთვის ლაპარაკობენ, თუნდაც არაფერი ხდებოდეს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამჟამად თანაგუნდელებს მოედანზე ვერ ვეხმარები, მაგრამ ეს არც ისე რთული ტრავმაა და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ თამაშს.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული