ფრანკ დე ბური: "ბარსელონა" უფრო არგენტინული გახდა

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის წინ მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.

"ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებას ვაპირებთ. დიახ, "ბარსელონას" უფრო კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ეს ყოველთვის გადამწყვეტი არაა. იმედი მაქვს, ჩვენს საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ.

"ბარსელონა" მესის გარეშეც არ კარგავს ქულებს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. დიახ, ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც არა მარტო გოლებს იტანს, არამედ საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. თუმცა მესის გარეშეც "ბარსელონას" უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყავს.

შევამჩნიეთ, რომ ახლა ესპანელები მეტოქის
საჯარიმოში შეღწევას უფრო სწრაფად ცდილობენ, ვიდრე აქამდე - მეტოქეს საჯარიმომდე დასწევდნენ და შემდეგ თავისუფალ ზონებს ეძებდნენ. ვფიქრობ, "ბარსელონა" უფრო არგენტინული გახდა",
- თქვა დე ბურმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: თუფაქი, ჰევი მეტალი და კარუზო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული