დღის მთავარი მატჩი, ალბათ, "ბაიარენაზეა", სადაც "ლევერკუზენი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს.
საინტერესოა ისიც, მოიგებს თუ არა ბოლო-ბოლო ტურინის "იუვენტუსი" და დაამყარებს თუ არა რეკორდს მიუნხენის "ბაიერნი".
ერთი სიტყვით, სანახავ-გამოსარკვევი კიდევ ბევრი გვაქვს და სათქმელიც...
A ჯგუფი: "შახტარის" მისია
"მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან გაუმართლა იმაში, რომ "შახტარმა" დონეცკში უპირატესობა გოლში ვერ გარდასახა და "ლევერკუზენს" ვერ სძლია. თუმცა დევიდ მოიესის გუნდს გასვლა არც ახლა აქვს გარანტირებული და "ბაიარენაზე" ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.
წაგების
ძნელი სათქმელია, "ბაიარენაზე" გასამართი მატჩის რომელი შედეგი იქნება მისაღები დონეცკელებისთვის. თუმცა ისე ვლაპარაკობთ, თითქოს "შახტარს" "სოსიედადთან" უკვე მოგებული ჰქონდეს, არადა, ასე არ არის. გამოუცდელი ბასკების ახალგაზრდულმა გუნდმა ალღო ვერ აუღო ლიგას, მაგრამ მაინც ყველას გამწარება შეუძლია. დასაკარგი მათ არაფერი აქვთ და ბოლომდე იბრძოლებენ.
დევიდ მოიესის ბიჭებმა ბოლო დროს მოუმატეს და უკანასკნელ 6 მატჩში მეხუთე მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ უელსში, მაგრამ "კარდიფმა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიშის გათანაბრება შეძლო და "იუნაიტედი" პრემიერლიგის ოთხეულში არ დააბრუნა.
"ლევერკუზენმა" კი ბერლინში "ჰერტასთან" შტეფან კისლინგის გოლით იმარჯვა და მეორე ადგილზე გამყარდა, რაც სამი ჰიიპიას გუნდისთვის კარგი შედეგია.
თუმცა ექიმებს ცუდი ამბები აქვთ - შესაშურ ფორმაში მყოფი, მაგრამ ტრავმებისკენ მიდრეკილი სიდნი სემი ალბათ ვერ იქნება, ისევე, როგორც სებასტიან ბიონიში, შტეფან რაინარცი, რობერტო ჰილბერტი და ანდრეს პალოპი.
ლევერკუზენი-იუნაიტედი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ჯანი - კასტრო, ლ. ბენდერი, როლფესი - სონი, კისლინგი, ჰეგელერი.
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - გიგსი, კლევერლი - ვალენსია, რუნი, იანუზაი - ვან პერსი.
არბიტრი: სვეინ მოენი (ნორვეგია)
* * *
სანსებასტიანელებმა ნელ-ნელა გაიუმჯობესეს მდგომარეობა ლა ლიგაში. წინა ტურში მათ სერიოზული ომი გადაიტანეს "სელტასთან". ათი კაცით მყოფი ვიგოელები "ანოეტაზე" 1:3-ს იგებდნენ, მაგრამ კარლოს ველა აფეთქდა და პოკერით მოაგებინა თავის გუნდს.
ისე, ბასკებმა ენერგია გემრიელად კი დახარჯეს და შეუძლებელია, ცოტა დაღლილები არ იყვნენ.
"შახტარმა" ცალი ფეხით 4:0 მოუგო "სევასტოპოლს" და ასევე კარგ გუნებაზეა. მირჩა ლუჩესკუს, გამარჯვების გარდა, არაფრის გაგონება არ სურს. ცხადია, რუმინელ სპეციალისტს არ უნდა, რომ მისი გუნდი ამჯერადაც ჯგუფში ჩარჩეს.
ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის უკრაინელებმა ორივე მატჩი უნდა მოიგონ და სხვა შეხვედრებში რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად გავლენ.
ძნელი იქნება, მაგრამ ადვილი ლიგაზე წარმატება როდის ყოფილა?
შახტარი-სოსიედადი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი - ფერნანდო, ჰიუბშმანი - ტაისონი, ალექს ტეიშეირა, დუგლას კოშტა - ლუის ადრიანო.
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, გონსალესი, ი. მარტინესი, ანხელი - პარდო, ზურუტუზა - კასტრო, პრიეტო, გრიზმანი - ველა.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენსა (პორტუგალია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 4 2 2 0 6-3 8
2. ლევერკუზენი 4 2 1 1 8-5 7
3. შახტარი 4 1 2 1 3-5 5
4. სოსიედადი 4 0 1 3 1-5 1
სოსიედადი-შახტარი 0:2
იუნაიტედი-ლევერკუზენი 4:2
შახტარი-იუნაიტედი 1:1
ლევერკუზენი-სოსიედადი 2:1
ლევერკუზენი-შახტარი 4:0
იუნაიტედი-სოსიედადი 1:0
შახტარი-ლევერკუზენი 0:0
სოსიედადი-იუნაიტედი 0:0
10 დეკემბერი
იუნაიტედი-შახტარი
სოსიედადი-ლევერკუზენი
B ჯგუფი: "რეალი" რონალდოს გარეშე
"იუვენტუსი" პარადოქსების მოყვარული გუნდია. წინა ტურის მერე ბოლო ადგილზე გადავიდა, მაგრამ ეს დადებითად შეფასდა, რადგან მისთვის უფრო საშიშმა "გალათასარაიმ" წააგო, რაც "ბებერ ქალბატონს" ხელს აძლევდა.
ყველაზე სახალისო ის არის, რომ "შავ-თეთრებმა" კიდევ ფრედ რომც ითამაშონ, თუ "რეალი" "გალათასარაისთან" არ წააგებს, შანსი მაინც დარჩებათ. თუმცა ხუმრობა იქით იყოს და, რასაკვირველია, ანტონიო კონტეს მოგება სჭირდება, რომ სტამბულში ქულაც ეყოს, ოღონდ, თუ "რეალი" არ წააგებს "გალათასარაისთან". წინააღმდეგ შემთხვევაში, "იუვეს" თურქეთში მარტო მოგება დასჭირდება.
"ალი სამი იენიზე" კი, როცა რამე გჭირდება, მით უფრო მოგება, თამაში არც ისე სასიამოვნოა.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ეგებ თავისი გეგმები აქვთ დანიელებსაც. "კოპენჰაგენმა" თუ მოიგო ან ფრედ მაინც ითამაშა, სეირი მერე ნახეთ. ყოველ შემთხვევაში, სტალე სოლბაკენის გუნდს ზედმეტი წნეხის გარეშე შეუძლია ბურთაობა მეტოქესთან, რომელიც უფრო დაძაბული უნდა იყოს, რადგან მოგება აუცილებლად ესაჭიროება.
პლუს, კონტეს შემადგენლობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს. თუმცა მაინც ძნელი წარმოსადგენია, ტურინელებმა საკუთარი ფანების თვალწინ კიდევ ერთი მატჩი ჩააფლავონ. თანაც, ისინი მშვენიერ ხასიათზე არიან - სერია A-ში ლიდერობა დაიბრუნეს.
იუვენტუსი-კოპენჰაგენი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ოგბონა, ბონუჩი, კიელინი - კასერესოი, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა - ლორენტე, ტევესი.
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი - ტუტუ, კლაუდემირი, დელანი, გისლასონი - ბრაატენი, იორგენსენი.
არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)
* * *
მადრიდის "რეალმა" შეიძლება ცოტა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშოს "გალათასარაისთანო", რომ ვთქვათ, უხერხული იქნება. როგორი თერთმეტეულითაც უნდა გავიდეს კარლო ანჩელოტი მინდორზე, მისი გუნდი უდავო ფავორიტი იქნება. უფრო მართებულია, თუ კონკრეტულად ერთ ფეხბურთელზე ვიტყვით - ალბათ კრიშტიანო რონალდო არ იქნება.
პორტუგალიელს მიკროტრავმა მიუღია და ცხადია, არც თავად მას და არც "სამეფო გუნდს" გარისკვა არ უნდათ. გარდა ამისა, მადრიდელებს სამი ხედირა, ფაბიო კოენტრაო და ლუკა მოდრიჩი არ ეყოლებათ.
უესლი სნეიდერის, ჰამიტ ალთინთოფისა და სემიჰ კაიას გარეშე მყოფი "გალათასარაის" ადგილას კი ზედმეტად არ ვინერვიულებდი. ყველაფერი თურქების ხელშია. "სანტიაგო ბერნაბეუზე" მათი შანსები მიზერულია და სულაც 0:10 რომ წააგონ, არა უშავს - მოიგე ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე და გასული ხარ. აი, ასეა რობერტო მანჩინის საქმე, რომლისთვისაც "იუვენტუსთან" პაექრობა არახალია და იგი ალბათ უკვე ტურინელებთან გასამართ შეხვედრაზე ფიქრობს.
რეალი-გალათასარაი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ილიარამენდი, ჩაბი ალონსო - ისკო, დი მარია, ბეილი - ბენზემა.
გალათასარაი (4-4-2): იშკანი - ებუე, შეჯუ, ზანი, ნუნკუ - ფელიპე მელო, სელჩუკ ინანი, ა. ილმაზი, რიერა, - დროგბა, ბ. ილმაზი.
არბიტრი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 4 3 1 0 14-4 10
2. გალათასარაი 4 1 1 2 6-10 4
3. კოპენჰაგენი 4 1 1 2 3-8 4
4. იუვენტუსი 4 0 3 1 6-7 3
გალათასარაი-რეალი 1:6
კოპენჰაგენი-იუვენტუსი 1:1
იუვენტუსი-გალათასარაი 2:2
რეალი-კოპენჰაგენი 4:0
რეალი-იუვენტუსი 2:1
გალათასარაი-კოპენჰაგენი 3:1
კოპენჰაგენი-გალათასარაი 1:0
იუვენტუსი-რეალი 2:2
10 დეკემბერი
კოპენჰაგენი-რეალი
გალათასარაი-იუვენტუსი
C ჯგუფი: ბრძოლა პირველი ადგილისთვის
"პარი სენ ჟერმენმა" "ანდერლეხტთან" ვერმოგებისთვის ბოდიში გულშემატკივრებს "ოლიმპიაკოსთან" გამარჯვებით უნდა მოუხადოს. თუმცა პირველ ადგილს ლორან ბლანის გუნდს ფრეც გაუნაღდებს. თანაც, თუ რონალდო მართლა არ ითამაშებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ბომბარდირთა დავაში დაწინაურების საშუალება ექნება.
"ოლიმპიაკოსი" კი მეორე ნომრად ითამაშებს, კონტრშეტევებზე. ბერძნებს ორი ფეხბურთელის იმედი განსაკუთრებით უნდა ჰქონდეთ - მეკარე რობერტო ხიმენესის და თავდამსხმელ კოსტას მიტროღლუსი. პირველმა "ბენფიკასთან" თამაში პირადად მოიგო. მან თავის ყოფილ გუნდს, რომელშიც შანსი ნორმალურად არ მისცეს, უამრავი ურთულესი ბურთი აუღო და აცრემლებულმა დატოვა მინდორი. ხოლო მიტროღლუს კარგი თამაშის წყალობით, საბერძნეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
"ოლიმპიაკოსი" კი ჩემპიონატშიც ლიდერობს და აქაც კარგად გამოიყურება. 25 წლის თავდამსხმელს ამ სეზონში გოლი უფრო მეტი აქვს გატანილი, ვიდრე მატჩი ჩატარებული. ისე, პირეოსელებს პსჟ-სთან მარცხის მერე არც წაუგიათ -11 მოგება და 2 ფრე.
პსჟ-ოლიმპიაკოსი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი - ლავეცი, ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი.
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - სალინო, მანოლასი, სიოვასი, ჰოლებასი - სამარისი, მანიატისი - ვაისი, სავიოლა, კემპბელი - მიტროღლუ.
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
* * *
"ბენფიკას" საქმე სათქმელად მარტივადაა, რეალურად კი რთულად. ლისაბონელების ერთადერთი შანსი იმაშია, რომ "ოლიმპიაკოსმა" ვერც პსჟ-სთან მოიგოს და ვერც ბოლო ტურში შინ "ანდერლეხტთან", თავად კი ორივე დარჩენილ შეხვედრაში უნდა იმარჯვონ.
ერთი სიტყვით, ალბათობა ძალიან მცირეა.
თუმცა "არწივებმა" თავიანთი გასაკეთებელი აუცილებლად უნდა გააკეთონ, პრესტიჟს რომ თავი დავანებოთ - ჯერ ერთი, ქვეყნისთვის, რომელსაც კოეფიციენტის გამო ქულები სჭირდება, თორემ პორტუგალიური კლუბები მიმდინარე ევროსარბიელზე სუსტად გამოდიან.
მერე მეორე, ფინანსური სარგებლისთვის; მესამე, თუნდაც ევროპალიგის საგზურისთვის - ლისაბონელებს იმდენი ფეხბურთელი ჰყავთ, ბოლო-ბოლო, სათადარიგოებს მაინც გაავარჯიშებენ, თუ ძირითადი გუნდით არ ინებებენ იქ თამაშს.
ანდერლეხტი-ბენფიკა 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ანდერლეხტი (4-2-3-1): კამინსკი - ჟილე, მანგულუ, კუიატე, ნ’საკალა - დე ზეეუვი, მილივოიევიჩი - ბრუნო, პრეტი, ვარგასი - მიტროვიჩი.
ბენფიკა (4-2-3-1): არტურ მორაეში - ალმეიდა, გარაი, ლუიზაო, სილვიო - მატიჩი, პერესი - ჯურიჩიჩი, გაიტანი, ლ. მარკოვიჩი - ლიმა.
არბიტრი: დანიელე ორსატო (იტალია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 4 3 1 0 13-2 10
2. ოლიმპიაკოსი 4 2 1 1 6-5 7
3. ბენფიკა 4 1 1 2 3-5 4
4. ანდერლეხტი 4 0 1 3 1-11 1
ოლიმპიაკოსი-პსჟ 1:4
ბენფიკა-ანდერლეხტი 2:0
პსჟ-ბენფიკა 3:0
ანდერლეხტი-ოლიმპიაკოსი 0:3
ბენფიკა-ოლიმპიაკოსი 1:1
ანდერლეხტი-პსჟ 0:5
პსჟ-ანდერლეხტი 1:1
ოლიმპიაკოსი-ბენფიკა 1:0
10 დეკემბერი
ბენფიკა-პსჟ
ოლიმპიაკოსი-ანდერლეხტი
D ჯგუფი: ორი კითხვა
ამ ჯგუფში რა ხანია, მთავარი ამბები გარკვეულია. საკითხავი ორი რამ რჩება - ვინ გავა ევროპალიგაზე და დაამყარებს თუ არა "ბაიერნი" ახალ რეკორდს.
მიუნხენელებს ზედიზედ 9 მოგება აქვთ, რითაც "ბარსელონას" 10 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორეს და თუ მოსკოვში მოიგებენ, ახალ რეკორდსაც შემოგვთავაზებენ - ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე არცერთ გუნდს არ მოუგია მიჯრით 10 თამაში.
გარდა ამისა, ეს ავტომატურად მეორე რეკორდის გამეორება იქნება და თან გუნდი პირველ ადგილსაც გაინაღდებს. "ბაიერნს" ევროსარბიელზე სტუმრად მიყოლებით 5 თამაში აქვს მოგებული და ცსკა-ს დამარცხებით კლუბის საუკეთესო მაჩვენებელს გაიმეორებს - 1995-96 წლების სეზონში უეფას თასის მომგებმა რეკორდმაისტერმა სტუმრად ზედიზედ 6-ჯერ იმარჯვა.
ყველაფერთან ერთად, პეპ გვარდიოლას ბიჭები მშვენიერ ხასიათზე არიან - "დორტმუნდს" 3:0 მოუგეს და ლიდერობა განიმტკიცეს. დანაკლისი სოლიდურია, თუნდაც ფრანკ რიბერის, მარიო მანჯუკიჩისა და ბასტიან შვაინშტაიგერის არყოფნა რად ღირს, მაგრამ მიუნხენელებს მათ გარეშეც ბრწინვალედ შეუძლიათ თამაში.
ცსკა კი შეეცდება, როგორმე ქულა მაინც აიღოს, რაც სავარაუდოდ, "არმიელებს" ბოლო ტურში ჩეხეთში "პლზენთან" სანერვიულო მატჩს თავიდან აარიდებს და ევროპალიგის საგზურს გაუნაღდებს.
ცსკა-ბაიერნი 21:00
სავარაუდო შემადგენლობები
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი - ვერნბლოომი, ელმი - ტოშიჩი, ჰონდა, მილანოვი - დუმბია.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - თ. მიულერი, მარტინესი, ტ. კროოსი, რობენი - გიოტცე.
არბიტრი: ენტონი გოტიე (საფრანგეთი)
* * *
"სიტიმ" საკუთარ "იტიჰადზე", წესით, ქვა-ქვაზე არ უნდა დატოვოს "პლზენისგან".
თუ რა დღე აყარეს "ქალაქელებმა" "ტოტენჰემს", ალბათ ნახეთ - 6:0. იქამდე მათი მსხვერპლი "ნორვიჩი" გახდა - 7:0. ასე რომ, ჩეხები კარგს არაფერს უნდა ელოდნენ.
რა-რა და, შინ თამაში მანჩესტერელებს დიდებულად გამოსდით. მიმდინარე სეზონში ერთადერთი "ბაიერნთან" წააგეს.
სიტი-პლზენი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, ლესკოტი, დემიკელისი, კლიში - მილნერი, იაია ტურე, ხავი გარსია, ნავასი - გვიდეტი, ჯეკო.
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რაიტორალი, ჩისოვსკი, პროზაჩკა, ჰუბნიკი - ჰორავა, ჰორვატი - პეტრჟელა, კოლარი, დურისი - ტეცლი.
არბიტრი: ფირათ აიდინუსი (თურქეთი)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 4 0 0 12-1 12
2. სიტი 4 3 0 1 11-6 9
3. ცსკა 4 1 0 3 6-12 3
4. პლზენი 4 0 0 4 2-12 0
ბაიერნი-ცსკა 3:0
პლზენი-სიტი 0:3
ცსკა-პლზენი 3:2
სიტი-ბაიერნი 1:3
ცსკა-სიტი 1:2
ბაიერნი-პლზენი 5:0
სიტი-ცსკა 5:2
პლზენი-ბაიერნი 0:1
10 დეკემბერი
პლზენი-ცსკა
ბაიერნი-სიტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"