ჩემპიონთა ლიგა. V ტური. E ჯგუფი: "ბაზელი"? რატომაც არა! [VIDEO]

AutoSharing Option
E ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 5 3 0 2 11-3 9
2. ბაზელი 5 2 2 1 5-4 8
3. შალკე 5 2 1 2 4-6 7
4. სტიაუა 5 0 3 2 2-9 3

მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
ჩელსი-სტიაუა, შალკე-ბაზელი

შვეიცარიაში მატჩის ბოლო წუთები იწყებოდა, როცა 21 წლის ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა კარგი პასი მიიღო "ბაზელის" მცველისგან და "ჩელსის" გოლკიპერ პეტრ ჩეხს რანდევუ მოუგო - 1:0.

ამით "ბაზელმა" არა მარტო დიდი სენსაცია გამოაცხო, არამედ E ჯგუფი ამ ტურში უგოლობისგან იხსნა. გოლი კი იყო ძალზე მარტივი და ეფექტური: მეკარე ზომერმა სხარი მოძებნა, მცველმა კი შორეული პასით ეგვიპტელი...

ჟოზე მოურინიოს გუნდი სწორედ ასეთ დასასრულს
იმსახურებდა, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სხვა რას უნდა ელოდოს ფავორიტი, რომელიც მეტოქის კარისკენ ერთხელ დაარტყამს და ისიც არაზუსტად.

"ჩელსი" მაინც პლეი ოფშია, რადგან ბოლო ტურში მისი კონკურენტები ერთმანეთში თამაშობენ.

ბოლო ტურში მოურინიოს გუნდი ლონდონში უმოტივაციოდ დარჩენილ "სტიაუას" ხვდება. ასე რომ, ინგლისელებს პირველი ადგილით ჯგუფის დასრულებაც თავისუფლად შეუძლიათ. ცუდი კი ისაა, რომ სამუელ ეტო'ომ პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად პორტუგალიელმა ტრავმამოშუშებული ფერნანდო ტორესი შეუშვა მოედანზე, მაგრამ ისიც ისეთივე ინერტული იყო, როგორც მისი თანაგუნდელები.

ბაზელი-ჩელსი 1:0
გოლი: 1:0 სალაჰი (87)
ბაზელი (4-1-4-1): ზომერი - ფოსერი, სხარი, ივანოვი, ჯაკა (71. აიეტი) - დიე - სალაჰი, ელ ნენი, ფრეი, შტოკერი (92. საურო) - შტრელერი (78. სიო)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ობი მიკელი, ლამპარდი - რამირესი, ოსკარი (55. აზარი), ვილიანი (86. დე ბრუინი) - ეტო'ო (42. ტორესი
გაფრთხილება: ჯაკა, დიე - მიკელი, რამირესი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 16-22; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 16-1 (10-0); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 35 208

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ:
ჟოზე მოურინიო: გადავიღალეთ და დამსახურებულად წავაგეთ


* * *
"სტიაუამ" შინ ვერ აჯობა "შალკეს" - 0:0, რითაც ყოველგვარი შანსი გადაიწურა - ევროპალიგაზეც ვეღარ გადაინაცვლებს.

მოკლედ, 11 დეკემბერს ამ ჯგუფში მთავარი ჯახი გელზენკირხენში გველის, სადაც "შალკე" "ბაზელს" უმასპინძლებს. გერმანელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ პლეი ოფში გასასვლელად, სხვა დანარჩენი შედეგი კი პლეი ოფში "ბაზელს" გაიყვანს.

სტიაუა-შალკე 0:0
სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ - პრეპელიცა (82. სტანჩუ), სუკალა, გარდოში, ლატოვლევიჩი - ნეაგუ (46. ვარელა), ბურჩეანუ - პოპა, ჩიპჩიუ (77. იანჩუ), ტანასე - პიოვაკარი
შალკე (4-2-3-1): ფაჰრმანი - უჩიდა, ჰიოვედესი, სანტანა, აოგო - ჯონსი, ნოიშტადტერი - ფარფანი, მეიერი (74. დრაქსლერი), ფუხსი (88. ობასი) - სალაი
გაფრთხილება: ბურჩეანუ, გარდოში, პიოვაკარი - ნოიშტადტერი, ჯონსი, ფუხსი
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8-16 (4-7); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 50 633

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული