მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა 26 ნოემბერს, სტუმრად გლაზგოში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავი კაკამ (მე-13 წუთი), საპატამ (49) და ბალოტელიმ (60) გამოიჩინეს.
"ამ მატჩში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბედნიერები ვართ, რომ ასე მოხდა. დღეს ჩვენ ვნახეთ გუნდი, რომელსაც მართლა შეუძლია კარგად თამაში. ახლა მომავალ მატჩში (სერია A-ში "კატანიასთან") გამოჩნდება, სწორ გზაზე ვდგავართ
ვფიქრობ, ჩვენს გუნდში ლიდერები საკმარისად არიან - მონტოლივო, აბიატი, დე იონგი... ახლა მეც ვგრძნობ თავს "მილანის" ლიდერად.
საერთოდ, ამ გუნდში თავს საუცხოოდ ვგრძნობ. ვცხოვრობ ქალაქში, სადაც ხალხს ვუყვარვარ. ეს ყველაფერი კი მეხმარება, მოედანზე ბრწყინვალე ემოციებით გავიდე.
"მილანში" უკვე 98 გატანილი გოლი დამიგროვდა და კიდევ ორი მჭირდება "დასამრგვალებლად". იმედი მაქვს, ამას შობამდე მოვახერხებ", - აქვეყნებს ბრაზილიელის ნათქვამს "მილანის" ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. H ჯგუფი: "მილანმა" ჯავრი "სელტიკზე" იყარა [VIDEO]