ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მან. იუნაიტედი 5 3 2 0 11-3 11
2. შახტარი 5 2 2 1 7-5 8
3. ლევერკუზენი 5 2 1 2 8-10 7
4. სოსიედადი 5 0 1 4 1-9 1
მომდევნო ტური
10 დეკემბერი:
მანჩესტერი-შახტარი, სოსიედადი-ლევერკუზენი
A ჯგუფის მეხუთე ტურის შედეგებს სწორედ ფიოდორ დოსტოევსკის ცნობილი ნაწარმოების სახელი მიესადაგება: "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "შახტარმა" მეტოქეები დაამცირეს კიდეც და მათ შეურაცხყოფაც მიაყენეს.
ეს განსაკუთრებით ლევერკუზენის "ბაიერს" ეხება, რომელიც შინ თამაშობდა და მიუხედავად ამ მწარე მარცხისა, ჯგუფიდან გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს.
"ბაიარენაზე" გამართული მატჩის გმირი ის ფეხბურთელი გახდა, რომლის გვარსაც გოლების ავტორებში ვერ ამოიკითხავთ - უეინ რუნიმ, სანამ მოედანზე იყო,
სამი ჰიიპიას შეგირდებს არაფერი გამოსდიოდათ და შედეგად, "ფარმაცევტებმა" მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლი მიიღეს. 65-ე წუთზე რაიან გიგზის კუთხურის შემდეგ კარისკენ ისევ და ისევ რუნიმ დაარტყა. ბერნდ ლენომ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ჯონი ევანსმა დაასწრო და ბურთი კარში შეაგორა.
შეხვედრის დასრულებამდე 13 წუთით ადრე კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა რუნიმ ცარიელ კართან მყოფ სმოლინგს გადააწოდა და თავი ამ უკანასკნელმაც გამოიჩინა. ამის შემდეგ შეხვედრის გმირმა მოედანი დატოვა, საბოლოო წერტილი კი გიგზი-ნანის კომბინაციის შემდეგ პორტუგალიელმა დასვა - 0:5 და დევიდ მოიესის გუნდი 1/8-ფინალშია.
ლევერკუზენი-მანჩესტერი 0:5
გოლები: 0:1 ვალენსია (22), 0:2 სპაჰიჩი (30-საკ. კარში), 0:3 ევანსი (65), 0:4 სმოლინგი (77), 0:5 ნანი (88)
ლევერკუზენი (4-3-2-1): ლენო - დონატი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ჩანი - რაინარტცი (70. ჰეგელერი), ლ. ბენდერი (81. კორი), როლფესი - გ. კასტრო, სონი (70. დერდიოკი) - კისლინგი
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა (70. ბიუტნერი) - ჯოუნსი, გიგზი - ვალენსია (79. იანგი), კაგავა, ნანი - რუნი (80. ანდერსონი)
გაფრთხილება: კორი - .
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-19 (4-13); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 29 412
მატჩის შემდეგ:
დევიდ მოიესი: ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო ამ სეზონში
* * *
მეორე ადგილზე კი დონეცკის "შახტარი" გადავიდა, რომელმაც ალექს ტეიშეირას და დუგლას კოშტას შესანიშნავი თამაშის წყალობით "სოსიედადს" მეორედაც (პირველ წრეში 2:0) მოუგო.
დუგლას კოშტამ დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასი მიითვალა, ალექს ტეიშეირამ კი აქტივში ერთი გოლი და ერთი პასი ჩაიწერა.
უკანასკნელ ტურში "შახტარი" მანჩესტერში ითამაშებს, "ბაიერი" კი "სოსიედადს" ესტუმრება, რომელსაც მოტივაცია აღარ შერჩა, რადგან ევროპალიგის საგზურსაც ვეღარ შესწვდება.
სიტუაცია ისეთია, რომ "შახტარი" ჯგუფში ან მესამე ადგილზე გავა, ან პირველ ადგილს დაიკავებს, რადგან თუ მოიგო, "იუნაიტედს" გადაასწრებს, ხოლო თუ ვერ იმარჯვა, დიდი ალბათობით, "ლევერკუზენი" ბასკეთიდან სამ ქულას წამოიღებს და პლეი ოფშიც სწორედ ჰიიპიას გუნდი გავა.
შახტარი-სოსიედადი 4:0
გოლები: 1:0 ლუის ადრიანო (37), 2:0 ალექს ტეიშეირა (48), 3:0 დუგლას კოშტა (68), 4:0 დუგლას კოშტა (87)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, რაკიცკი, კუჩერი, შევჩუკი - ფრედი, სტეპანენკო - დუგლას კოშტა, ალექს ტეიშეირა (75. ედუარდო), ბერნარდი (69. ტაისონი) - ლუის ადრიანო (72. ფ. ფერეირა)
სოსიედადი (4-3-2-1): ბრავო - კადამურო, ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - რუბენ პარდო (68. ხავი როსი), ელუსტონდო, ჩაბი პრიეტო - გ. კასტრო, გრიზმანი (74. აგირეჩე) - ველა (74. სეფეროვიჩი)
გაფრთხილება: რაკიცკი, სტეპანენკო, კუჩერი - ელუსტონდო
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-15 (8-10); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 44 348
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"