იბრა: სულაც ამ მჭირდება "ოქროს ბურთი" იმის გასაგებად, რომ ყველაზე მაგარი ვარ

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, მიაკუთვნებენ თუ არა მას "ოქროს ბურთს".

28 ნოემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩში პსჟ-მ შინ "ოლიმპიაკოსს" იბრაჰიმოვიჩისა და ედინსონ კავანის გოლებით მოუგო (2:1), რითაც პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. სტუმართაგან ერთი გოლი მანოლასმა გაიტანა.

ამ გამარჯვებით პარიზულმა კლუბმა ჯგუფში პირველი ადგილი და პლეი-ოფი გაინაღდა.

"ურიგო მატჩი არ გამოვიდა. კარგად გამოვიყურებოდით პირველ ტაიმში. მართალია, მეორე ნახევარში მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ ბოლოსკენ მაინც გამოვავლინეთ ხასიათის სიმტკიცე და მებრძოლი სული. გაშვებული
გოლის შემდეგ მაინც მოვახერხეთ მოგება, შედეგად კი ძალიან კარგ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

ამბობთ, რომ დიდად დავეხმარე დაცვას? დიახ, ასე იყო. ამიტომაც იყო, მწვრთნელმა რომ შემცვალა - გადავიღალე. მაგრამ ჩემი სამუშაო ესაა, დავეხმარო გუნდს, სადაც საჭირო იქნება - დაცვასა თუ თავდასხმაში. თითოეული მოთამაშე, პირველ რიგში, გუნდის ინტერესებზე უნდა ფიქრობდეს.

ჩვენი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იყო და ეს შევასრულეთ. ახლა წილისყრას დაველოდებით. ვიცით, რომ რაც უფრო წინ მიიწევ, მით უფრო რთულდება ბრძოლა, მაგრამ ახლა უფრო გულიანად ვივარჯიშებთ, რათა მომავალ მატჩებს მზადყოფნაში შევხვდეთ",
- თქვა ზლატანმა.

შვედი თავდამსხმელი "ოქროს ბურთის" თემასაც გამოეხმაურა.

"მასზე არ ვფიქრობ. ეს ჯილდო ჩემთვის არცთუ მნიშვნელოვანია და ნამდვილად არ მჭირდება ის იმის გასაგებად, რომ საუკეთესო ვარ",
- აქვეყნებს იბრას სიტყვებს L'Equipe-ი.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. C ჯგუფი: პსჟ პირველია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული