27 ნოემბერს გამართულ ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" ლევერკუზენში ხუთი უპასუხო გოლი გაიტანეს.
"ეს ამ სეზონში ჩვენი საუკეთესო მატჩია. მინდა ასეთ თამაშს ხშირად ვხედავდე. სტუმრად შეხვედრაში ხუთი გოლის გატანა - ეს რაღაც არაჩვეულებრივია.
არის იმის ნიშნები, რომ ვუმატებთ. დღეს თითქმის ყველამ ზებუნებრივად ითამაშა.
რაიან გიგზის შესაძლებლობებში დაეჭვების საფუძველი არ არსებობს. მიუხედავად ასაკისა, ის ოდნავადაც არ დაღლილა.
გერმანიაში ასეთი შედეგის მიღწევა... "ბაიერი"
არის ნიშნები, რითაც შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაზე", - აქვეყნებს მოიესის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. A ჯგუფი: დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი [VIDEO]