4:2-ის შემდეგ განრისხებული პელეგრინი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის V ტურში, თანაქალაქელისგან განსხვავებით, საკუთარი ძალების დემონსტრირება "მანჩესტერ სიტიმ" ვერ შეძლო, რაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ქალაქელთა" თავკაცს არც დაუმალავს.

გუნდს აშკარად აკლდა მოტივაცია. ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ პლეი ოფში გასვლის შემდეგ ყურადღება გაფანტული ჰქონდათ. ასეთი თამაშით ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაზე ხმამაღლა ლაპარაკი დაუსაბუთებელი ოპტიმიზმის ბრალი გვგონია, მით უმეტეს, რომ მიზნის მისაღწევად "სიტის" მიუნხენის "ალიანს არენაზე" დიდი ანგარიშით მოგება სჭირდება.

მანუელ პელეგრინი: "კმაყოფილი ვარ, რომ სამი ქულა ავიღეთ, თუმცა კარგად ნამდვილად არ გვითამაშია. ფაქტი სახეზეა, რადგან ჯო ჰარტს აქამდე ჩატარებულ არც
ერთ შეხვედრაში ამდენი საქმე არ ჰქონია, რასაც ნამდვილად არ ველოდი. "პლზენი" მომენტს მომენტზე ქმნიდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩვენ გავიმარჯვეთ. დადასტურდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია მოტივაცია. ამან ჩეხებს კარგი სამსახური გაუწია, ისინი ხომ ევროპალიგაზე გადასასვლელად იბრძვიან.

ჩვენ შორის განსხვავება სწორედ ეს იყო. დაცვაში ნამდვილად სერიოზული პრობლემები გვაქვს, რადგან იგივე სიტუაცია იყო ცსკა-სთან წინა მატჩშიც. ორი გოლის გარდა, "პლზენს" დღეს 2-3-ჯერ კიდევ შეეძლო თავის გამოჩენა. შეტევაში მაღალ დონეზე თამაში და თითოეულ შეხვედრაში 4-4 გოლის გატანა რომ შეგვიძლია, ეს კარგია, თუმცა, პარალელურად, ამდენ შეცდომას ნამდვილად არ უნდა ვუშვებდეთ.

შემტევი გუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუკი თავს მშვიდად დაიცავს. კონკრეტული ფეხბურთელების გვარების ჩამოთვლას არ მოვყვები, რადგან კარის უსაფრთხოება მთლიანად გუნდის საზრუნავია. თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებს ვაფრთხილებდი, რომ მეტოქისთვის სივრცე არ უნდა დაეთმოთ, რადგან მას შეეძლო ჩვენი დასჯა"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. D ჯგუფი: შეუჩერებელი რეკორდმაისტერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული