ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. D ჯგუფი: არც ისე უძლეველი რეკორდმაისტერი [VIDEO]

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლას რეკორდმაისტერი არც ისე უძლეველი ყოფილა - მიუნხენში "მანჩესტერ სიტიმ" 0:2 "ამოქაჩა" და "ბაიერნს" მისსავე "ალიანს არენაზე" ყური აუწია. ის კი არა, ცოტაც და გერმანული გრანდი ჯგუფში პირველ ადგილსაც დაკარგავდა, ეს კი არაფრად აწყობდა.

ევროპალიგის საგზური ამ ჯგუფში პლზენის "ვიქტორიას" დარჩა.

მაშინ, როცა სხვა ქალაქებში გოლების გატანა ჭირდა, მიუნხენში თავიდანვე გოლთა წვიმა ვიხილეთ. მე-6 წუთზე დანტემ 40-მეტრიანი პასით თომას მიულერი მოძებნა და ამ უკანასკნელმაც გახსნა ანგარიში. მე-12 წუთზე კუთხურს სტუმართა კართან არეულობა მოჰყვა. ყველაზე უკეთ სიტუაციაში მარიო მანჯუკიჩი გაერკვა,
რომელმაც სეხნია გიოტცეს გაატანინა.

"სიტის" საპასუხო გოლის ავტორი ესპანელი დავიდ სილვაა, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან ჯეიმს მილნერმა ჩაუწოდა. ამ ეპიზოდში რეკორდმაისტერის დაცვის ცენტრი ჩაფლავდა.

მეორე ტაიმში სულაც საოცრებები მოხდა: 20 წუთიც არ იყო ტაიმის დაწყებიდან გასული, რომ "სიტი" უკვე იგებდა. ჯერ დანტეს შეცდომის გამო დანიშნული პენალტიდან ალექსანდარ კოლაროვმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ ჟერომ ბოატენგის ენითაუწერელი შეცდომის გამო ჯეიმს მილნერმა მანუელ ნოიერის კარი მესამედ დალაშქრა.

მანუელ პელეგრინის გუნდს კიდევ ერთი გოლი რომ გაეტანა, ჯგუფში პირველ ადგილზე დაასრულებდა ტურნირს. ახლოსაც იყო ამასთან, მაგრამ მე-80 წუთზე მანუელ ნოიერმა უსწრაფესი რეაქცია გამოავლინა და შეცვლაზე შესულ ალვარო ნეგრედოს არ გაატანინა.

ბაიერნი-სიტი 2:3
გოლები: 1:0 მიულერი (6), 2:0 გიოტცე (12), 2:1 სილვა (28), 2:2 კოლაროვი (59-პენ), 2:3 მილნერი (62)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ტიაგო ალკანტარა - თ. მიულერი, გიოტცე (55. ხ. მარტინესი), ტ. კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი (68. შაჩირი).
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი (16. საბალეტა), დემიკელისი, ლესკოტი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ხავი გარსია - ხესუს ნავასი, სილვა (73. ნეგრედო), მილნერი - ჯეკო (88. როდუელი).
გაფრთხილება: დანტე - ჯეკო, მილნერი, ფერნანდინიო, საბალეტა
კუთხური: 14-0; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 10-9 (8-7); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 68 000
იხილე ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ხოსეპ გვარდიოლა: ეს დამარცხება ჩვენთვის დროული და სასარგებლო იყო

* * *
პლზენი პაველ ვრბას აცილებდა. მოგეხსენებათ, ამ სპეციალისტმა დატოვა "პლზენი" და კარიერას ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში გააგრძელებს. მის ნაცვლად კი "პლზენს" ახლა უკვე ევროპალიგაში, დიდი ალბათობით, თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი დუშან უჰრინი-უმცროსი გაუძღვება.

დიახ, გუნდმა გამოსამშვიდობებელი საღამო არ ჩაუმწარა მწვრთნელს, რუსული არმია დაამარცხა და ევროპალიგის საგზური წაართვა.

არადა, ყველაფერი მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო, 65-ე წუთამდე გოლი არ გადიოდა. ეს კი ცსკა-ს აწყობდა. მერე კი რუსთა ფორვარდმა მუსამ თავურით გახსნა ანგარიში, მაგრამ იქვე ცსკა 10 კაცის ამარა დარჩა (ძაგოევი გააძევეს) და "პლზენმა" კოლარის თავურით გაათანაბრა. 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა ვაგნერმა გაიტანა; თანაც, გოლიც მშვენიერი გამოდგა - 2:1.

ცსკა-მ თამაში 9 კაცით დაასრულა, მსაჯმა შვედი ვერნბლოომი გააძევა. მოკლედ, რუსთათვის ევროთასები მოულოდნელად დასრულდა.

პლზენი-ცსკა 2:1
გოლები: 0:1 მუსა (65), 1:1 კოლარი (77), 2:1 ვაგნერი (90)
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რაიტორალი, ჩისოვსკი, პროხაჩკა, ლიმბერსკი - ჰორავა, ჰორვატი - პეტრჟელა (70. ბაკოში), კოლარი, დურისი (58. კოვარიკი) - ტეცლი (82. ვაგნერი).
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - კარავაევი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი - ვერნბლოომი, ელმი - მილანოვი (74. ზუბერი), ძაგოევი, ტოშიჩი (52. ჰონდა) -მუსა (91. ვიტინიო).
გაფრთხილება: პროხაზკა, ბაკოში - შჩენიკოვი
გაძევება: ძაგოევი (67), ვერნბლოომი (93)
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 20-12 (10-7); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 10 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. D ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 6 5 0 1 17-5 15
2. სიტი 6 5 0 1 18-10 15
3. პლზენი 6 1 0 5 6-17 3
4. ცსკა 6 1 0 5 8-17 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამხელა კუში მოხსნა ბაირნმა ამ წაგებით,ეჰ სპექტაკლებია და არა ნამდვილი ფეხბურთი...........
zura
11:48 11-12-2013
0

სიახლეები პოპულარული