"გალათასარაი" და "იუვენტუსი" თამაშს 11 დეკემბერს დაასრულებენ

AutoSharing Option
გაირკვა, რომ უამინდობის გამო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის VI ტურის შეწყვეტილი შეხვედრა "გალათასარაი"-"იუვენტუსი" 11 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 10 დეკემბერს სტამბულში გამართული მატჩის 31-ე წუთზე ძლიერი თოვის გამო მთავარმა არბიტრმა პედრუ პროენსამ გუნდები გასახდელში გაუშვა.

"ალი სამი იენის" გადათეთრებული მინდვრის წესრიგში მოყვანა შეუძლებელი გახდა და საბოლოოდ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ტურინულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასასვლელად ხელს ფრეც აძლევს, თურქებს კი აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. D ჯგუფში პირველი ადგილი მადრიდის "რეალმა" დაიკავა, "კოპენჰაგენი" კი მეოთხეა.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. B ჯგუფი: სეტყვა და თოვლი სტამბულში

მკითხველის კომენტარები / 1 /
Türk Telekom Arena ქვია გალათასარაის სტადონს
Giorgi-FCB
11:29 11-12-2013
0

სიახლეები პოპულარული