სამაგიეროდ, ყველაფერი რიგზეა ჩემპიონთა ლიგაში, სადაც გუნდმა 6-დან 4 თამაში მოიგო, 2-ჯერ ფრედ ითამაშა და პლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა. ჩემპიონატში "ოლდ ტრეფორდზე" ზედიზედ ორი მწარე მარცხის შემდეგ "იუნაიტედმა" "შახტართან" მოგების წყალობით ოდნავ ამოისუნთქა. მოიესი, უბრალოდ, ბედნიერია, რომ მისმა შეგირდებმა დავალება პირნათლად შეასრულეს.
დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "მიუხედავად დღევანდელი შედეგისა, პლეი ოფში თ
"შახტარი" ის გუნდია, რომელთანაც მოდუნება და ძალების დაზოგვა არასდროს გამოდის, რადგან უკრაინელებს მართლა ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, რაშიც დღეს კიდევ ერთხელ შეგეძლოთ დარწმუნებულიყავით. მათ რამდენიმე ტანდაბალი ბრაზილიელი ჰყავთ, რომელთაც თავიანთი ნიჭის წყალობით შეუძლიათ მეტოქისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა.
შეხვედრა საუკეთესოდ ნამდვილად არ დაგვიწყია. პირველი ნახევარი საათის განმავლობაში რამდენჯერმე გადავრჩით გოლს. შესვენებამდე თავადაც გვქონდა ორიოდე შანსი. აი, მეორე ტაიმში კი ნამდვილად კარგად ავთამაშდით და დავამტკიცეთ, რომ მეტოქეზე უკეთესი გუნდი გვყავს. ანგარიშის გახსნის შემდეგ ბურთი უნდა დაგვეჭირა და მიზანს მივაღწევდით კიდეც, რაც საბოლოოდ შევძელით კიდეც".
ფილ ჯონსი (მანჩესტერ იუნაიტედი): "ვფიქრობ, რომ დღევანდელ შეხვედრაში გუნდი უკეთ იყო მოტივირებული და უფრო მეტადაც სჯეროდა საკუთარი თავის, ვიდრე ბოლო მატჩებში. პირველი ნახევარი ცვალებადი სცენარით წარიმართა, მეორეში კი თამაშის მართვის სადავეები ხელთ ვიგდეთ და რამდენიმე კარგი შანსი გავანიავეთ.
იმედია, ამის მერე მაინც შევძლებთ ჩემპიონატში ქულების სტაბილურად დაგროვებას, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი იმედგაცრუება ვნახეთ. სწორედ რომ დროა, მომავალ წარმატებულ სერიას საფუძველი ჩავუყაროთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. A ჯგუფი: და მაინც, "ლევერკუზენი" [VIDEO]