ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. H ჯგუფი: ნეიმარმა "ბარსელონას" მესი დაავიწყა [VIDEO]

AutoSharing Option
ჯგუფი "ბარსამ" იოლად მოიგო, თან "სელტიკის" არცთუ ძველი ჯავრიც იყარა და ნეიმარმაც გაიბრწყინა. მასიმო ალეგრის გუნდმა კი "მილანისთვის" შეუფერებლად, მაგრამ მაინც მიაღწია მიზანს...

"ბარსელონა" მალევე დაწინაურდა. "სელტიკის" ინგლისელმა გოლკიპერმა ფორსტერმა ალექსის სანჩესის დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ იქვე დადარაჯებულმა ჟერარდ პიკემ გაიტანა.

"სელტიკმა" ტაიმიც კი ვერ გაძლო - ბოლო ხუთწუთეულში ჯერ ნეიმარის პასით პედრომ იხეირა, შემდეგ მონტოიას პასით - თავად ნეიმარმა.

მეორე ტაიმის დასაწყისი კიდევ უფრო ცუდს უქადდა "სელტიკს": ნეიმარმა ერთმანეთის მიყოლებით ორი გოლი გაიტანა და "ბარსელონაში" პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.

სქოთების განადგურება შეცვლაზე შესულმა კრისტიან ტელიომ განაგრძო, თუმცა "სელტიკის" ბერძენმა ფორვარდმა სამარასმა ერთი მაინც გაქვითა - 6:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ბარსელონა-სელტიკი 6:1
გოლები: 1:0 პიკე (7), 2:0 პედრო (40), 3:0 ნეიმარი (44), 4:0 ნეიმარი (48), 5:0 ნეიმარი (58), 6:0 ტელიო (72), 6:1 სამარასი (88)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, პიკე, მასკერანო, ადრიანო -ს. რობერტო, ბუსკეტსი (73. სონგი), ჩავი - სანჩესი (63. ტელიო), ნეიმარი (81. დონგუ), პედრო.
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - ლუსტიგი, ვან დიიკი, ამბროუზი, მეტიუსი (82. სტოკსი) - ბრაუნი, ბიტონი (69. ქომონსი), ლედლი, ბურიგტერი - სამარასი, პუკი (46. მალგროუ).
გაფრთხილება: რობერტო - ბრაუნი, მეტიუსი
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 11-7; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 19-6 (18-5); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 54 342

* * *
22-ე წუთზე რიკარდო მონტოლივომ ენითაუწერლად იუხეშა პოულსენის წინააღმდეგ, რისთვისაც ის მსაჯმა გააძევა. კრისტიანმა ტაიმის ბოლომდე კი გაძლო, მაგრამ მერე მაინც შესაცვლელი გახდა.

"მილანს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა და 10 კაცით კბილებით დაიცვა საგზურის მომტანი ქულა, "აიაქსი" კი ევროპალიგით უნდა დაკმაყოფილდეს.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას შემორჩა, "მილანია", რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ ბრწყინავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მილანი-აიაქსი 0:0
მილანი (4-3-2-1): აბიატი - დე შილიო, საპატა, ბონერა, კონსტანტი - მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი - კაკა (81. მექსე), ელ შაარავი (24. პოლი) - ბალოტელი.
აიაქსი (4-3-3): სილესენი - ვან რინი, მოისანდერი, დენსვილი, ბლინდი - კლაასენი, პოულსენი (46. ჰოესენი), სერერო (80. ვან დერ ჰოორნი) - ფიშერი, კრკიჩი (72. სიგტორსონი), შონე.
გაფრთხილება: ბალოტელი, დე იონგი, დე შილიო, მუნტარი - ბლინდი
გაძევება: მონტოლივო (22)
კუთხური: 0-5; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 3-24 (1-12); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 60 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 6 4 1 1 16-5 13
2. მილანი 6 2 3 1 8-5 9
3. აიაქსი 6 2 2 2 5-8 8
4. სელტიკი 6 1 0 5 3-14 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
და ვინაა ვაი ფეხბურთელი? კაკა? ბალოტელი? აბიატი? ელ შაარავი? :-D სასაცილოა, მართლა გამეცინა რა :-D
mishoacm
13:06 12-12-2013
0
ყველამ თავის გუნდს და მის ტაქტიკას მიხედოს რააააა.....
გიორგი
11:34 12-12-2013
0

სიახლეები პოპულარული