"შალკეს" მოგება ძვირად დაუჯდა

AutoSharing Option
"ბაზელთან" გამარჯვებამ "შალკე" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა. ცნობისათვის, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ მერვედფინალში ოთხი გერმანული კლუბი ითამაშებს.

გელზენკირხენელები მიღწეულით ბედნიერები არიან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იენს კელერმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გაიღიმა, თუმცა თუ ჩვენს გერმანელ კოლეგებს დავუჯერებთ, ამ სპეციალისტს "შალკეში" მომავალი მაინც არ აქვს და რომ მეორე წრიდან "ხუმარებს" სხვა (სავარაუდოდ, თომას შააფი) დამრიგებელი ეყოლებათ.

თუმცა მანამდე, ანუ გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე, "შალკეს" ბუნდესლიგაში ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი და ცუდი ის არის, რომ "ბაზელთან" გამარჯვებას გელზენკირხენული
კლუბის ორი ლიდერი შეეწირა. 25 წლის კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი და 20 წლის შემტევი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი მძიმედ დაშავდნენ და მათთვის საფეხბურთო 2013 წელი უკვე დამთავრებულია - დრაქსლერი და ჰიოვედესი ბუნდესლიგის მეორე წრემდე ვეღარ ითამაშებენ.

ჰიოვედესმა ტრავმა 29-ე წუთზე, მარკო შტრელერთან ორთაბრძოლის შემდეგ მიიღო და შესაცვლელი გახდა, დრაქსლერი კი 67-ე წუთზე დაშავდა. "სამწუხაროდ, გამარჯვება ძალიან ძვირად დაგვიჯდა. ჰიოვედესისა და დრაქსლერის არყოფნა ბუნდესლიგის პირველი წრის დარჩენილ შეხვედრებში ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება," - თქვა მატჩის შემდეგ კელერმა.

"შალკეს" კვირას "ფრაიბურგთან" მატჩი ელის, მერე კი "ნიურნბერგს" უნდა შეხვდეს. კელერისთვის პრობლემაა ისიც, რომ მცველები - მარკო ჰიოგერი და დენის აოგოც დაშავებულები არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. E ჯგუფი: ფართოდ დახუჭული თვალები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული