იულიან დრაქსლერს იტალიურ კლუბში უნდა გადასვლა

AutoSharing Option
პსჟ-ის გერმანელი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი გუნდის გამოცვლას გეგმავს, - ამ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

დრაქსლერისთვის პრიორიტეტული ვარიანტი კარიერის იტალიაში გაგრძელებაა - მას "იუვენტუსი" და "მილანი" ეპატიჟებიან.

პსჟ თანახმაა, დრაქსლერს შეელიოს, მაგრამ რა თქმა უნდა, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ. მოკლედ, ტრანსფერში 20 მილიონ ევროს ითხოვს.

დრაქსლერს კონფლიქტი ჰქონდა თავდამსხმელ ნეიმართან, ამ სეზონში კი 12 მატჩში 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული