კარლ-ჰაინც რუმენიგე: ლონდონელებთან მოხვედრა ერთ-ერთი ყველაზე რთული ვარიანტი იყო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ლონდონის "არსენალი" ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები გასულ სეზონშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ "ბაიერნმა" ლონდონში ანგარიშით 3:1 მოიგო, შინ კი 0:2 წააგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"რა თქმა უნდა, გასული სეზონის მატჩები გვახსოვს. ფინალამდე მიღწევა ძალიან გაგვიჭირდა.

"არსენალმა" სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია. ლონდონელებთან მოხვედრა ერთ-ერთი ყველაზე რთული ვარიანტი იყო.

საერთოდ, წილისყრა ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. იმის თქმა, რომ გაგვიმართლა, უადგილოა"
, - თქვა
რუმენიგემ.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული