ლორან ბლანი: "ლევერკუზენი" ძალიან ათლეტური გუნდია

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა "ლევერკუზენთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, გერმანელები საკმაოდ ძლიერები არიან ფიზიკურად და ეცდებიან, ეს უპირატესობა გამოიყენონ.

"მათი გუნდი ძალიან ათლეტურია, ისევე, როგორც ყველა გერმანული კლუბი.

მათ ბევრი გოლი გააქვთ სტანდარტული სიტუაციებიდან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი კარგად იყენებენ ფიზიკურ უპირატესობას, უფრო თავდასხმისთვის, ვიდრე დაცვისთვის.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერ შევძლებთ ამ კომპონენტში ბრძოლას, რადგან პარიზელი მოთამაშეები ერთ ღამეში 10 სანტიმეტრით არ იზრდებიან.

უნდა გამოვიყენოთ სხვა მეთოდები გამარჯვებისთვის და კარგია, რომ
ჩვენი ფეხბურთი არ არის დაფუძნებული ფიზიკურ მიდგომაზე,"
- განაცხადა ლორან ბლანმა.

შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენი-პსჟ-ის მატჩი 18 თებერვალს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
ლევერკუზენი VS პსჟ - პსჟ კავანის გარეშეც ფავორიტია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული