დანიელ ალვეში: როცა "ბარსელონა" იგებს, ხალხი მსაჯზე საუბრობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელ განაპირა მცველს, დანი ალვეშს, რომელმაც 18 თებერვალს 1/8-ფინალის პირველ მატჩში "მანჩესტერ სიტის" (2:0) მეორე გოლი გაუტანა, სასაცილოდ არ ჰყოფნის ის მოსაზრება, რომ კატალონიელებმა "სიტი" მსაჯის დახმარებით დაამარცხეს.

"ჩვენ ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ თუ თამაშს გავაკონტროლებდით, მათ ბევრი პრობლემას შევუქმნიდით, რადგან "სიტი" არ არის ის გუნდი, რომელსაც აქვს ხშირი ბურთის ფლობა. ისინი კონტრშეტევას კონტრშეტევაზე ახორციელებენ," - განაცხადა დანი ალვეშმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საკუთარი თავისა და მისი თანაგუნდელი მცველების კარგ თამაშზე, ხოლო დემიკელისის გაძევებასა და დანიშნული პენალტის შესახებ
საუბარზე უარი განაცხადა.

"როცა ჩვენ ვიგებთ, ხალხი ყოველთვის მსაჯზე საუბრობს", - დასძინა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტი" მისსავე მოედანზე ანგარიშით 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია as.com-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
მანჩესტერ სიტი-ბარსელონა 0:2 - "ბარსა" ცალი ფეხით გასულია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვივა ბარსააა, ვავა ირაკლიიი,
გასკდი გულზე ირაკლიიი )))).
უეჭველი პენალი იყო ასე, რომ ნუ ნერვიულობ.
iraklis
18:09 19-02-2014
0
ბარსა სულ მასეთი მოგებებით გადის ყველაზე საზიზღარი გუნდი მასეთი მოგაბაც ......, ცენტრში რო პენალს დაგიდებენ
irakli
15:22 19-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული