სულ "ლურჯების" რიგებში მან 341 შეხვედრა გამართა, გაიტანა 157 გოლი და მოიგო 12 ტიტული. "ჩელსის" ყველა დროის ბომბარდირებში ის მე-4 ადგილზეა და მხოლოდ ფრენკ ლემპარდს (209), ბობი ტემბლინგს (202) და კერი დიქსონს (193)
და ეს ფეხბურთელი 26 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშებს. 35 წლის ვარსკვლავი ყოფილ გუნდთან დაპირისპირების წინ მასზე მსჯელობს:
- აზარმა ყურადღებით უნდა უსმინოს მოურინიოს, გაითვალისწინოს ყველაფერი, რასაც პორტუგალიელი მისგან ითხოვს და კარგი შანსი ექნება, ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გახდეს. "ჩელსის" ბევრი უნიჭიერესი ფეხბურთელი ჰყავს და გამოცდილება თითოეულ მათგანს სჭირდება.
მას მერე, რაც წარმატებებს ეჩვევი, წაგების გადატანა სულ უფრო ძნელი ხდება. იმედია, არავის სურს იმ პრობლემების ხელახლა განცდა, რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არსებობდა და შესაბამისად, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს მოსაგებად. მოთამაშეებს წარმატების შანსი აქვთ და მხოლოდ მოურინიოს ფაქტორის გამო არა; იმიტომაც, რომ თავად გააჩნიათ ტალანტი. ჟოზე მათ მხოლოდ ეხმარება განვითარების სწორი მიმართულების არჩევაში.
ასპილიკუეტას ჯერ კიდევ "მარსელიდან" ვიცნობ, მაგრამ ძველი სესარი სულაც არ ჰგავს დღევანდელს. დღეს ის უკვე დაკაცებულია, ნამდვილ მეომარს ჰგავს და სულ უფრო წინ მიიწევს. მისი თამაშის ხარისხი სულ უფრო უმჯობესდება.
შეხედეთ კეჰილს. განა ვინმე შეძლებს დღევანდელი "ჩელსის" წარმოდგენას მის გარეშე? იქამდე, ვიდრე გარის სკამზე დასმას გადაწყვეტ, ბევრჯერ უნდა დაფიქრდე. გუნდისთვის ის ნამდვილი აღმოჩენაა. ეს არის ფეხბურთელი, ვინც ძალიან ბევრი რამ ისწავლა ტერისგან. გუნდში კიდევ არიან კარგი ფეხბურთელები. მაგალითად - ოსკარი, აზარი, ტორესი, რამირესი და ეტო'ო. "ჩელსის" ფანტასტიკური შემადგენლობა ჰყავს.
ოდესმე ინგლისში დაბრუნების შანსი თუ მომეცა, მხოლოდ ერთ გუნდში ვითამაშებ. "გალათასარაისთან" მოქმედი კონტრაქტი მაქვს. გადაწყვეტილებას ჩემს მომავალზე მხოლოდ ამის მერე მივიღებ. არასოდეს დამავიწყდება "ჩელსიში" გატარებული წლები და თუკი მოურინიო ერთ დღეს დამირეკავს და მეტყვის, რომ ჩემი სამსახური სჭირდება, აუცილებლად დავფიქრდები ამაზე.
კონკრეტული მაგალითებით არ გადაგღლით, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ მოურინიო ცხოვრებაში ბევრჯერ დამხმარებია, "ჩელსიდან" წასვლის მერეც კი. "ბარსელონასთან" თამაშის შემდეგ ზედმეტად ემოციური ვიყავი, რის გამოც დისციპლინარულ კომიტეტთან მქონდა საქმე. ჟოზე სწორედ ამ მომენტში დამიდგა გვერდში და ჩემს დასაცავად ხმა ამოიღო. მან შეტყობინებაში მომწერა, რომ ოდესმე თუ დამიჭერენ, პირველი, ვინც ფორთოხალს ციხეში მომიტანდა, ის იქნებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"