პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ოთხმა გერმანულმა გუნდმა ერთ ტურში წააგო.
26 ნოემბერს "ლევერკუზენი" შინ "მონაკოსთან" (0:1) დამარცხდა, დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად ლონდონის "არსენალთან" (0:2) წააგო.
25 ნოემბერს კი მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "მანჩესტერ სიტისთან" (2:3) დამარცხდა.
გელზენკირხენის "შალკემ" საკუთარ კედლებში გამანადგურებელი მარცხი იწვნია ლონდონის "ჩელსისგან" (0:5).
აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა", "ლევერკუზენმა" და დორტმუნდის "ბორუსიამ" უკვე გაინაღდეს შემდეგ ეტაპზე გასვლა, ხოლო "შალკე" ჯგუფში მეორე ადგილისთვის იბრძვის.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: კიდევ