შალკე VS რეალი - მოგება ოცნება იყო, ახლა დაცვაა ოცნება

AutoSharing Option
* ზუსტად ერთი წლის წინ "რეალმა" "შალკეს" 6:1 მოუგო, შემდეგ კი მეორე მატჩშიც დაამარცხა - 3:1.
* "შალკეს" კარში მესამე გოლკიპერი, 19 წლის ტიმონ ველენროიტენი ჩადგება.
* ეს ველენროიტენის დებიუტი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე.
* კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე) თებერვალში პირველად ითამაშებს.

დღეს, 18 თებერვალს, "შალკე" კარში მესამე მეკარეს დააყენებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შარშანდელი 1:6 ან კიდევ უარესი გამეორდება? მწვრთნელები ასე არ ფიქრობენ...

ლიგის მოქმედი ჩემპიონი "რეალი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო და 18 ქულა დააგროვა.
ისევე, როგორც გერმანულ კლუბს, საკადრო პრობლემები "სამეფო კლუბსაც" მოეძალა.

რობერტო დი მატეო (შალკე):
"რა თქმა უნდა, მოსაგებად ვითამაშებთ, მაგრამ არასოდეს გვავიწყდება, რა კალიბრის მეტოქესთან გვექნება საქმე. ისინი ხომ ჩემპიონები არიან, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვცდით. ეს მატჩი ჩვენთვის შესანიშნავი ტესტია იმის გასაგებად, რა გავაკეთეთ, როგორ მოვუმატეთ და რისი იმედი უნდა გვქონდეს ევროპაში.

"რეალი" ფავორიტია, მაგრამ "შალკესაც" დაუგროვდა საკმარისი გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე, რომ იყოს კონკურენტუნარიანი ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ.

ყველამ ვიცით, რა ძალაა გუნდისთვის კრიშტიანო რონალდო, მას მარტოს შეუძლია თამაშების მოგება. ამიტომ მის წინააღმდეგ თავი გუნდურად უნდა დავიცვათ. ის შეიძლება ახლა არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია ჩვენთვის, რადგან მატჩის ბედის გადაწყვეტა ისევ ისე ძალუძს. როცა აუტსაიდერი ხარ, შესაძლოა, ეს უპირატესობაც იყოს.

"ჩელსისთან" ერთად მე არ გამომივიდა აუტსაიდერობიდან წარმატების მიღწევა. იქნებ "შალკესთან" ერთად გამომივიდეს. ჩვენ გვსურს, რომ ყველამ დაინახოს, შარშანდელთან შედარებით გავძლიერდით. ბოლო სამი-ოთხი კვირაა, მადრიდელთა თამაშში სისუსტეები შევამჩნიე, ახლა ამ სისუსტეების გამოყენებაზე უნდა ვიზრუნოთ".

კარლო ანჩელოტი (რეალი):
"ძალიან კარგია, რომ ჩემპიონთა ლიგა დაგვიბრუნდა. ჩვენი სურვილია, კარგად ვითამაშოთ. არ ვნერვიულობ, რადგან გუნდი ძალიან მოტივირებულია, ისევე, როგორც ლა ლიგის თამაშებში.

ჩვენ ვლიდერობთ ესპანეთის ჩემპიონატში და ვართ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები. ახლა ეს ტიტული უნდა დავიცვათ.

როცა "ატლეტიკოსთან" დავმარცხდით, ჩვენი მიზანი გადაწყობა იყო. "დეპორტივოს" წინააღმდეგ კრიშტიანო რონალდო კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო. მართალია, ბოლოს ვერ გააქვს, მაგრამ თუკი შანსი მიეცა, აუცილებლად გამოიყენებს.

შარშან ჩვენი ოცნება ლიგის მოგება იყო, წლეულს კი ტიტულის დაცვაა. ეს ფანტასტიკური მოტივაციაა".

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
18 თებერვალი. ზიუდშტადიონი (გელზენკირხენი). 23:45
შალკე-რეალი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დრაქსლერი, ფერმანი, ფარფანი, გიფერი, გორეტცკა, კოლაშინაცი, ობასი, აბნერი - კოენტრაო, როდრიგესი, ხედირა, მოდრიჩი, რამოსი, პეპე (?)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

სტატისტიკა
როგორო მოვიდნენ აქამდე
შალკე
G ჯგ. II ადგ. 8 ქ
1:1 ჩელსი (ს)
1:1 მარიბორი (შ)
4:3 სპორტინგი (შ)
2:4 სპორტინგი (ს)
0:5 ჩელსი (შ)
1:0 მარიბორი (ს)

რეალი
B ჯგ. I ადგ. 18 ქ
5:1 ბაზელი (შ)
2:1 ლუდოგორეცი (ს)
3:0 ლივერპული (ს)
1:0 ლივერპული (შ)
1:0 ბაზელი (ს)
4:0 ლუდოგორეცი (შ)

შალკე
მეკ: ფერმანი (6 თ)
მცვ: უჩიდა (5), აიჰანი (4), ფუხსი (4), ჰიოვედესი (4, 1), კირკხოფი (3), მატიპი (1), სანტანა (1), ფრიდრიხი (1)
ნახ: ნოიშტადტერი (6), აოგო (6, 1), მაიერი (6, 1), ჰიოგერი (5), ბოატენგი (5), ობასი (4, 1), დრაქსლერი (3), სემი (3), ბარნეტა (3), კლემენსი (1)
თავ: ჰუნტელაარი (6, 3), ჩუპო-მოტინგი (6, 1)

რეალი
მეკ: კასილიასი (4), ნავასი (2)
მცვ: მარსელო (6), ვარანი (6), ნაჩო (5), არბელოა (5, 1), რამოსი (4), კოენტრაო (2), პეპე (2)
ნახ: კროოსი (6), როდრიგესი (5, 1), ილიარამენდი (5), ბეილი (5, 2), ისკო (5), მოდრიჩი (4), ხედირა (1), მედრანი (1, 1)
თავ: რონალდო (6, 5), ბენზემა (5, 5), ერნანდესი (4), ხესე (1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული