სავარაუდოდ, ხორვატი ფეხბურთელი 10 მარტს "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში დაბრუნდება. როგორც "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, ლუკა მოდრიჩი სათადარიგო სკამზე იქნება და შესაძლოა, ბოლო 30 წუთი ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი ნოემბერში, იტალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დაიმტვრა.