* არსენ ვენგერი 7 წლის განმავლობაში (1987-94 წწ) წვრთნიდა "მონაკოს".
* "მონაკო" 2003/04 წლების სეზონის მერე მეოთხედფინალში არ გასულა.
* "არსენალს" არასოდეს წაუგია საფრანგეთში - 7 მოგება და 3 ფრე.
არსენ ვენგერი უბრუნდება იმ სცენას, სადაც პირველ ტიტულებს იგებდა - მისი ამოცანა ურთულესია: "არსენალმა" "ლუი II"-ზე უნდა მოიგოს, თანაც, ისე, რომ შინ წაგებული 1:3 გააბათილოს. თუკი პირველი მატჩის წინ "მონაკოს" ლონდონური ტრიუმფი იყო სენსაცია,
მეტიც, ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არავის მოუხერხებია - სულ ორჯერ მოხდა, რომ შინ წაგებულმა გუნდებმა საბოლოოდ გზა გააგრძელეს მომდევნო ეტაპზე, მაგრამ ორივე შემთხვევაში, პირველი მარცხი მხოლოდ 0:1 იყო. 1996 წელს "აიაქსმა" იყოჩაღა, ხოლო 2011 წელს - "ინტერმა".
ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ამ თამაშს ისევე ვხვდებით, როგორც ყველა შეხვედრას. არ ვფიქრობთ საბოლოო შედეგზე. ჩვენი მიზანი მხოლოდ პროდუქტიული ფეხბურთის თამაშია. პირველ თამაშში "არსენალმა" არაფერი დააკლო, უბრალოდ, ჩვენ გვქონდა ფანტასტიკური დღე. მართალია, ორი გოლით წინ ვართ, მაგრამ ყველაფერი ისევ ძალიან რთულად იქნება.
როცა "არსენალის" დონის გუნდს ეთამაშები, წინასწარ თავს მოგებულად ვერ ჩათვლი, ეს სიკვდილის ტოლფასია, ამას არაფრით გავაკეთებთ. დაცვითი სისტემა შევცვალეთ, დავხვეწეთ. დაცვა "მონაკოს" ერთ-ერთი მთავარი სიძლიერეა. ყველას სურს წარმატების მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჩვენ ძალიან ნელა დავიწყეთ, მაგრამ ახლა კარგი სისწრაფე გვაქვს აკრეფილი".
არსენ ვენგერი (არსენალი): "მონაკო" საუკეთესო სიტუაციაშია, მაგრამ ჩვენ საკმარისი გამოცდილება და სურვილი გვაქვს, რომ სასწაულის გვჯეროდეს. მოწადინება აქ არის - ახლა უნდა ვითამაშოთ მთელი ძალით, შეტევაში და დაცვაში, კონცენტრირებულებმა 90 წუთის განმავლობაში.
მე ჩემი ბიჭების შესაძლებლობაში დარწმუნებული ვარ. ყველაფერს გავიღებთ, რომ ორმატჩიანი ბრძოლის ჩარხი წაღმა შემოვატრიალოთ. პირველ შეხვედრაში ჩავვარდით/ ეს მართლაც წარმოუდგენელი იყო, რადგან კარგ ფორმაში ვართ. მეორე შანსი გვაქვს და მოედანზე "ავფეთქდებით". დაბოლოს, ეს სპეციალური მომენტია ჩემთვის, "მონაკომ" ბევრი მასწავლა, როგორც მწვრთნელს. მჯერა, რომ მოვიგებთ".
17 მარტი. მონაკო. "ლუი II". 23:45
მონაკო-არსენალი
პირველი თამაში: 3:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაკაიოკო, ტრაორე, რაგი, ფერეირა-კარასკო (?), კონდოგბია (?), ტულალანი (?) - არტეტა, დებუში, დიაბი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, გაბრიელი (?), როსიცკი, უილშირი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - ტურე, კარვალიო, აბდენური, კურზავა - მოუტინიო, ფაბინიო, ტულალანი, კონდოგბია - დირარი, ბერბატოვი
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კასორლა, კოკლენი - უოლკოტი, იოზილი, სანჩესი - ჟირუ
მსაჯი: სვეინ მოენი (ნორვეგია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"