იუვენტუსი VS მონაკო - როგორც იტალიელები

AutoSharing Option
"იუვენტუსის" დიდებული თამაში საკუთარ არენაზე და "მონაკოს" იტალიური ისტორიები, გუნდების დღევანდელ ფორმასთან ერთად, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ "ბებერი ქალბატონი" დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტად მივიჩნიოთ.

ათწლეულზე მეტია, არც "იუვენტუსი" და არც "მონაკო" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ გასულან. ბუნებრივია, ეს ორივე გუნდის ფანებს ძალზე სურთ, თუმცა "იუვეს" გულშემატკივართა არგუმენტები უფრო სერიოზული ჩანს.

იტალიური გრანდი ამ ეტაპზე "ბორუსიას" (ორი მატჩის ჯამში) 5:1 დამარცხებით მივიდა, ხოლო "მონაკომ" არსენ ვენგერის "არსენალს" მეტოქის მოედანზე გატანილი მეტი გოლის წესის წყალობით აჯობა მხოლოდ - 3:3.

სტატისტიკა
* ტურინის "იუვენტუსი" თავს
იწონებს შინ ფრანგულ კლუბებთან დაუმარცხებლობით, ხოლო "მონაკოს" იტალიაში არასოდეს მოუგია.

* ეს გუნდები ერთმანეთს 1997/98 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენ, "იუვემ" ორი მატჩის ჯამში 6:4 იმარჯვა. "დელე ალპიზე" ალესანდრო დელ პიერომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერთი გოლიც ზინედინ ზიდანმა გაიტანა - 4:1. საპასუხო შეხვედრაში "მონაკომ" 3:2 მოიგო, ერთი გოლი კი ტიერი ანრიმ გაიტანა.

* "იუვენტუსი" 11 მატჩია, ევროთასებზე შინ დაუმარცხებელია.

* "იუვენტუსმა" პლეი ოფებში ათივე დუელი მოუგო ფრანგულ კლუბებს.

* "მონაკო" 1998 წლის მერე აღარ შეხვედრია იტალიურ კლუბებს.

* იტალიაში მხოლოდ ერთხელ არ წააგო "მონაკომ", როცა "რომას" 0:0 ეთამაშა (1992 წ.), სხვა 5 შემთხვევაში კი "მონაკო" დამარცხდა.

მატჩის წინ
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ჯგუფურ ეტაპზე "მონაკომ" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ჩვენი მეტოქე ძალიან ორგანიზებული გუნდია კარგი მწვრთნელით. ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ.

"იუვენტუსს" შეცდომის დაშვების მხოლოდ მინიმალური უფლება აქვს. მთავარია, არ გავუშვათ გოლი და ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. "დორტმუნდთან" სულ სხვა თამაში იყო, "მონაკოსთან" სულ სხვა იქნება. ძალიან ძნელია დაცვაში ყურადღებით მოთამაშე გუნდების წინააღმდეგ თამაში. "მონაკო" შეგვიზღუდავს ოპერატიულ სივრცეს. ასეთ შემთხვევაში მოთმინება კარგი მეგობარია.

არტურო ვიდალი ფორმაში შედის, სეზონის ბოლომდე ის მხოლოდ მოუმატებს. ის გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და კარგი ადამიანია. კარლოს ტევესს, უბრალოდ, ფენომენალური სეზონი აქვს. მან უნდა შეინარჩუნოს ეს ფორმა ბოლომდე".

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "მეოთხედფინალში თამაშის უფლება ოფლით მოვიპოვეთ. "იუვენტუსი" ფავორიტია, მისი ოსტატობისა და გამოცდილების გათვალისწინებით. "იუვეს" დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. მარტო კარლოს ტევესი არ არის მათში ძლიერი, მთლიანად გუნდია ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ კოლექტიურად ვთამაშობთ დაცვასა და შეტევაში.

ბიჭებს დავუსახე, მაქსიმალურად დაიხარჯონ მიზნის მისაღწევად, ბურთი არ უნდა დაუთმონ მეტოქეს. როცა ამას შევძლებთ, გამოვა, რომ იტალიელებივით ვთამაშობთ".

14 აპრილი. ტურინი (იტალია). "ტურინ არენა". 22:45
იუვენტუსი-მონაკო
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ასამოა, კასერესი, მარონე, პოგბა, რომულო, პირლო (?) - ტრაორე, ბაკაიოკო (?)

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პერეირა, მარკიზიო, ვიდალი, ევრა - მორატა, ტევესი

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, რ. კარვალიო, აბდენური, კურზავა - ტულალანი, კონდოგბია - დირარი, მოუტინიო, მარტიალი - ბერბატოვი

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფორცა იუვე!!!
del piero 10
21:40 14-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული