დიეგო სიმეონე: ...მაგრამ ჩვენ იან ობლაკი გვყავს!

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "რეალთან" უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

14 აპრილს, "ვისენტე კალდერონზე" გამართული მადრიდული დერბი უგოლოდ დასრულდა.

სიმეონემ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შეხვედრის მეორე ტაიმი გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა.

"გახსნილი თამაში გამოვიდა. პირველ ნახევარში მეტოქე უკეთესად გამოიყურებოდა, იყო უფრო ინტენსიური და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა.

მაგრამ ჩვენ გვყავს ობლაკი, რომელმაც იმ ეპიზოდებში ფენომენალურად ითამაშა.

ჩვენს ადგილზე სხვა ნებისმიერი გუნდი მეორე ტაიმში ფარ-ხმალს დაყრიდა, მაგრამ ჩვენ
შესვენების შემდეგ შევძელით გარდატეხის შეტანა. შესაბამისად, ნაკლები სამუშაო ჰქონდა ჩვენს მეკარესაც.

ხოლო, რაც უფრო ახლოვდებოდა შეხვედრის დასასრული, "ატლეტიკო" სულ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა", - აქვეყნებს სიმეონეს ნათქვამს AS.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული