დანიელ კარვახალს მარიო მანჯუკიჩის კბენაში ადანაშაულებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდ მარიო მანჯუკიჩს "რეალის" ფეხბურთელებისგან კარგად მოხვდა. ჯერ იყო და სერხიო რამოსმა იდაყვი ჩაარტყა და სახე დაუსისხლიანა, ხოლო შემდეგ ხორვატის ცემას არც დანიელ კარვახალი მოერიდა.

ორივე შემთხვევაში "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები არბიტრს არ გაუფრთხილებია.

კარვახალისა და მანჯუკიჩის ინციდენტი მეორე ტაიმში მოხდა. ვიდეოზე ჩანს კარვახალის თავის მოძრაობა ხორვატის ხელისკენ და შესაძლოა, მან მანჯუკიჩს უკბინა კიდეც, თუმცა ამის შემდეგ "რეალის" მცველმა უარესი ქნა - მანჯუკიჩს მკერდში მუშტი უთავაზა. ეს ყველაფერი არბიტრს არ უნახავს.

"ვნახე, რომ მეტოქის კბენაში მადანაშაულებენ. მინდა გითხრათ, რომ
არავისთვის მიკბენია და არც მიცდია ამის გაკეთება", - დაწერა კარვახალმა "ტვიტერში".

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო"-"რეალის" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. საპასუხო მატჩი 22 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
სერხიო რამოსი: მანჯუკიჩისთვის სახე განზრახ არ დამისისხლიანებია [VIDEO]

ატლეტიკო-რეალი 0:0 - სისხლი გოლების ნაცვლად [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული