გლენ ჰოდლი: დავიდ ლუისი 8 წლის უსწავლელი ბიჭივით მოიქცა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გლენ ჰოდლმა "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში პსჟ-ის მცველის, დავიდ ლუისის თამაში შეაფასა.

"ლუისს ესმოდა, რომ ბოლო კაცი იყო დაცვაში, როცა სუარესმა ბურთი მიიღო და შეტევა დაიწყო. ბოლო რამ, რაც ასეთ სიტუაციებში უნდა გააკეთო მცველმა - ფეხებში ჩავარდნაა. აქ მთავარია დროის მოგება, რომ პარტნიორების დახმარებას დაელოდო.

ლუისი კი 8 წლის უსწავლელი ბიჭივით მოიქცა. ის ბურთის ართმევას ორივე ფეხით ცდილობდა, მაგრამ სუარესმა ბურთი კვლავ ფეხებს შორის გაუტარა.

ჩემი აზრით, დავიდ ლუისი პსჟ-ის დაცვაში ყევლაზე სუსტი რგოლია და ყოველთვის
ასეთი იყო.

მან მოედნის ცენტრში უნდა ითამაშოს ან მარჯვენა მცველის პოზიციაზე", - თქვა ჰოდლმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
პსჟ-ბარსელონა 1:3 - "ბარსამ" საქმე მოამთავრა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსას ფანი ვარ მაგრამ ლუიზი ყველაზე მაგარი მცველია უბრალოდ ხდება ხოლმე
barsa
15:25 16-04-2015
0
ფდდფდფ
gfgffg
15:08 16-04-2015
0

სიახლეები პოპულარული