ახლა "იუვენტუსს" ამ უპირატესობის შენარჩუნება მოუწევს, თუმცა "მონაკოს" დასამტკიცებელი აქვს, რომ ისევე კარგად შეუძლია შეტევა, როგორც დაცვა.
მატჩის წინ:
ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უნაკლოდ დაცვაში და მწვავედ შეტევაში. სტუმრად უფრო გვიადვილდება გოლების გატანა და ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც "ზენიტთან" შეხვედრაში.
იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, გარკვეულ
"მონაკოს" უყვარს სავსე სტადიონის წინაშე თამაში, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვალ გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი ტურინელი იქნება".
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ზუსტად არ ვიცი, რა ტაქტიკით ითამაშებს "მონაკო", მაგრამ ამ გუნდს უკვე კარგად ვიცნობთ და შევეცდებით, გოლი მალევე გავუტანოთ.
"მონაკო" დაცვაში დიდებულად თამაშობს და მუდამ ფიზიკურ მზადყოფნაშია. ამიტომაც ძნელი თამაში გველის, ისეთივე, როგორც პირველ შეხვედრაში იყო. ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტს.
ჩვენ ვართ ლიგის მეოთხედფინალში და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩემს გუნდს მაღალი ხარისხის ფეხბურთის თამაში შეუძლია".
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
22 აპრილი. მონტე კარლო (მონაკო). "ლუი II". 22:45
მონაკო-იუვენტუსი
(პირველი მატჩი 0:1)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტრაორე, ბაკაიკო (?) - ასამოა, კასერესი, მარონე, პოგბა, რომულო, ვიდალი (?)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაგი, ფაბინიო, აბდენური, კურზავა - მოუტინიო, ბ. სილვა, კონდოგბია - დირარი, მარტიალი, ბერბატოვი
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პირლო, ვიდალი, ევრა - მორატა, ტევესი
მსაჯი: უილიამ ქოლამი (შოტლანდია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"