არტურო ვიდალი: მე არ მეშინია არცერთი შესაძლო მეტოქის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

22 აპრილს გამართულ შეხვედრაში "მონაკომ" "იუვენტუსს" უმასპინძლა. მატჩი უგოლოდ დასრულდა და შემდეგ ეტაპზე ტურინული გუნდი გავიდა (პირველი მატჩი - 1:0).

"იუვენტუსმა" თავი კარგად წარმოაჩინა. ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ნახევარფინალში გავსულიყავით.

მე არ მეშინია არცერთი შესაძლო მეტოქის. ნახევარფინალში ყველა გუნდი ძლიერია, პარასკევს კი შევიტყობთ, ვისთან მოგვიწევს ნახევარფინალში შეხვედრა.

ახლა ტურინულ დერბიზე უნდა ვიფიქროთ და იტალიის
ჩემპიონატში გამარჯვებაზე", - თქვა ვიდალმა.

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალების წილისწყრა 24 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული