ლუის ენრიკე: "ბაიერნს" უნდა მოვუგოთ როგორც შინ, ისე სტუმრად!

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კატალონიურ გრანდს ორრაუნდიანი ბრძოლის გადატანა მიუნხენის "ბაიერნთან" მოუწევს, ლუის ენრიკე კი მიიჩნევს, რომ მისი და ხოსეპ გვარდიოლას გუნდების დაპირისპირება ყველა მონაწილისთვის განსაკუთრებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა უწინ "ბარსელონას" წვრთნიდა.

"ეს განსაკუთრებული მატჩები იქნება ჩემთვის, გვარდიოლასა და ყველა მოთამაშისთვის, - აქვეყნებს ლუის ენრიკეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი. - ეს ბრწყინვალე შეხვედრა იქნება "ბარსელონას" ყველა გულშემატკივრისთვისაც.

ჩვენ ამოცანაა, მოვიგოთ როგორც შინ, ისე სტუმრად".

პირველი მატჩი ბარსელონაში 5 მაისს
შედგება, საპასუხო კი მიუნხენში - 12 მაისს.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 6 /
advili shesadzlebelia,saxlshi mougos.xandaxan gamolencheba icis baiernma da eg daemarta kidevac portustan 1matchi
nugzari
23:56 25-04-2015
0
ეს უვიცი ნახე რა
Nika
15:19 25-04-2015
0

სიახლეები პოპულარული