შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ბარსელონაში ესპანელებმა 3:0 იმარჯვეს. ორი მატჩის ჯამში, "ბარსელონამ" 5:3 მოიგო და ფინალში გავიდა, რომელიც ბერლინში 6 ივნისს გაიმართება.
მე-7 წუთზე მეჰდი ბენატიამ თავურით "ბაიერნს" იმედი მისცა, მაგრამ მე-15 წუთზე მესი-სუარესი-ნეიმარის კომბინაცია ამ უკანასკნელთა გოლით დასრულდა.
29-ე წუთზე ნეიმარმა ისევ ლუის სუარესის პასით გაიტანა და ამ დუელის ბედიც აქ გადაწყდა.
"ბაიერნმა" მეორე ტაიმში შეუტია და ჯერ რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა 59-ე წუთზე, შემდეგ
"ბარსელონას" მეტოქის ვინაობა "რეალისა" და "იუვენტუსის" საპასუხო მატჩში, 13 მაისს გაირკვევა.