"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
12 მაისს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ბარსელონაში ესპანელებმა 3:0 იმარჯვეს. ორი მატჩის ჯამში, "ბარსელონამ" 5:3 მოიგო და ფინალში გავიდა, რომელიც ბერლინში 6 ივნისს გაიმართება.

მე-7 წუთზე მეჰდი ბენატიამ თავურით "ბაიერნს" იმედი მისცა, მაგრამ მე-15 წუთზე მესი-სუარესი-ნეიმარის კომბინაცია ამ უკანასკნელთა გოლით დასრულდა.

29-ე წუთზე ნეიმარმა ისევ ლუის სუარესის პასით გაიტანა და ამ დუელის ბედიც აქ გადაწყდა.

"ბაიერნმა" მეორე ტაიმში შეუტია და ჯერ რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა 59-ე წუთზე, შემდეგ
თომას მიულერმა
74-ე წუთზე "ბაიერნი" წინ გაიყვანა - 3:2.

"ბარსელონას" მეტოქის ვინაობა "რეალისა" და "იუვენტუსის" საპასუხო მატჩში, 13 მაისს გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსელონა თუ იტალიაში იყო ეს აღარ ვიცოდი...
zura
09:09 13-05-2015
0
იტალიელები საიდან მოელანდა ამას
sandro
01:12 13-05-2015
0

სიახლეები პოპულარული