"კორიერე დელო სპორტმა" წლის მთავარ მატჩთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით ჯორჯო კიელინის მიმართა. "იუვენტუსის" 30 წლის მცველის მოკლე ინტერვიუს ქვემოთ გაეცნობით.
- რა განწყობა გაქვთ ფინალის წინ?
- ვემზადებით და ვარჩევთ ყველა იმ დეტალს, რომელიც გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარება. განწყობა ოპტიმისტურია და ვფიქრობთ, რომ მიზანი მიღწევადია და არც ისეთი აუტსაიდერები ვართ, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
- მაინც რის ხარჯზე აპირებთ "ბარსელონას" დამარცხებას?
- ჩვენი კოზირი
- ნახეთ ბილბაოს "ატლეტიკის" კარში ლიონელ მესის გატანილი გოლი?
- კი, ვნახე და მართლაც საოცარი გოლი გამოვიდა. ბევრი მეკითხება, შესაძლებელია თუ არა მესის, ნეიმარის და სუარესის განეიტრალება, ჩემი პასუხი კი ასეთია: ურთულესია, თუმცა შესაძლებელი.
- სიტყვამ მოიტანა და მიესალმებით ლუის სუარესს?
- კონფლიქტი ამოწურულია, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ ცნობილი ინციდენტის შემდეგ და წყენა დავივიწყეთ. არათუ მივესალმები, სიამოვნებით გადავეხვევი. ერთადერთი, რაც სუარესზე შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელი და კარგი ადამიანია.
- მიგაჩნიათ, რომ ეს თქვენი კარიერის მწვერვალია?
- თუ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ეს იქნება მაქსიმუმი, რასაც ფეხბურთელმა შეიძლება ერთ სეზონში მიაღწიოს. ამ მხრივ, ეს უდავოდ არის მწვერვალი, თუმცა მე დიდი გამარჯვების იმედი მაქვს ეროვნულ ნაკრებთან ერთადაც. ვნახოთ, რამდენად ახდება ჩემი სურვილები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"