ჯორჯო კიელინი ტურინის "იუვენტუსს" "ბარსელონასთან" ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველი ჯორჯო კიელინი ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "ბარსელონასთან" ვერ დაეხმარება, რომელიც 6 ივნისს, ბერლინში გაიმართება.

ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთზე გამოკვლევა 4 ივნისს ჩაუტარდა, მედიკოსებმა კი მისთვის სამწუხარო დასკვნა გააკეთეს - კიელინი სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ ითამაშებს.

სავარაუდოდ, იტალიის ჩემპიონების დაცვის ხაზში კიელინის ადგილს გამოჯანმრთელებული ანდრეა ბარცალი დაიკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული