იუვენტუსი VS ბარსელონა - საკლუბო სეზონის გვირგვინი

AutoSharing Option
* "იუვენტუსი" ბოლო 12 წელიწადში პირველად თამაშობს ლიგის ფინალში.
* "იუვენტუსს" ტიტული ორჯერ აქვს მოგებული, "ბარსელონას" - ოთხჯერ.
* "ბარსელონაში" 2011 წლის ლიგის მომგები შემადგენლობიდან 8 ფეხბურთელი ირიცხება.
* 2002/03 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, "იუვენტუსმა" იმარჯვა - ტურინული 1:1-ის შემდეგ, ბარსელონაში მარსელო ზალაიეტამ 1:1-ზე, 114-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი.


დაბოლოს, ყველაფერი საკლუბო სეზონის მთავარ მატჩამდე მივიდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართება, "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი
არხი" შემოგვთავაზებს.

თუკი ესპანური გრანდი ამ გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი იყო, "ზებრების" ფინალში ხილვას ცოტა თუ ვარაუდობდა...

ფინალის მონაწილე გუნდების მწვრთნელებისთვის გამარჯვება სრული ტრიუმფის ტოლფასი იქნება მათთვის სადებიუტო სეზონში - როგორც ლუის ენრიკემ ჩაიბარა სეზონის დასაწყისში "ბარსელონა", ისე მასიმილიანო ალეგრიმ - "იუვენტუსმა".

ერთმაც და მეორემაც გუნდებს მოაგებინა ჩემპიონატი და თასი თავიანთ ქვეყნებში და ახლა ამას ერთ-ერთი მათგანი ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაუმატებს და საოცნებო ჰეთ თრიკს შეასრულებს. საკითხავი ისაა, რომელი.

4 ივნისს "იუვენტუსის" ბანაკში უსიამოვნო ამბავი მოხდა - ვარჯიშზე დაშავდა დაცვის ბურჯი ჯორჯო კიელინი. კიელინიმ კუნთი დაიზიანა, ტრავმა არ არის ძალიან სერიოზული, მაგრამ საკმარისად, რომ იტალიელმა მცველმა სეზონის მთავარი მატჩი გააცდინოს.

მედიის ცნობით, ექიმები შანსზე აღარ საუბრობენ - ჯორჯო "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. არადა, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ "იუვენტუსის" ქომაგები.

სხვათა შორის, კიელინი ლუის სუარესთან შერიგების სადემონსტრაციოდ, ამბობდა, რომ მას საჯაროდ გადაეხვეოდა, რადგან წარსულში მომხდარი უკვე დავიწყებულია. შეგახსენებთ, გასულ მუნდიალზე ურუგვაელმა ფორვარდმა კიელინის ზურგზე უკბინა, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა (ამის გამო კოპა ამერიკასაც გამოტოვებს).

ტრავმირებულ კიელინის ბუნებრივი შემცვლელი ანდრეა ბარძალია, მაგრამ, ალეგრის არც ამაში გაუმართლა, ის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე სათამაშოდ მზად, თუმცა ალეგრის სხვა გზა მაინც არ რჩება.

როგორც ჩანს, "ბარსელონას" ჯადოსნური შემტევი ტრიდენტის (სუარესი, მესი, ნეიმარი) შეჩერება კიდევ უფრო რთული იქნება იტალიური გრანდისთვის. ალეგრიმ ბერლინის განაცხადში 22 ფეხბურთელი შეიყვანა, მათ შორის კიელინიც, თუმცა ის თამაშს ვერ შეძლებს.

ამასობაში, კომპანია "მასტერკარდმა", რომელიც ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური სპონსორია, გულშემატკივართა შორის გამოკითხვა დაასრულა. ფანების აზრით, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, "ლა პულგამ" 27% მიიღო და თითქმის ორჯერ გაუსწრო ზინედინ ზიდანს (12%), მესამე ადგილზე კრიშტიანო რონალდო გავიდა (7%).

მესის გაჩერება მართლაც დიდი თავისტკივილია "იუვენტუსის" ფეხბურთელებისთვის. ამის შესახებ ჯანლუიჯი ბუფონმა იხუმრა კიდევაც - იმედი მაქვს, მესი ერთი დღით დედამიწელი გახდება, ჩვენ კი მის შეჩერებას შევძლებთო.

მატჩის წინ:
ლუის ენრიკე: "ბარსელონა" მოედნის ცენტრში უნდა გაბატონდეს
მასიმილიანო ალეგრი: "ბარსა" ფავორიტია, ჩვენ კი ყველაფერი თავდაყირა უნდა დავაყენოთ

ჩემპიონთა ლიგა 2014/15. ფინალი
6 ივნისი. ბერლინი (გერმანია). "ოლიმპიაშტადიონი". 22:45
იუვენტუსი-ბარსელონა
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კიელინი, კასერესი, ბარძალი (?) - ინიესტა (?)

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა - პოგბა, პირლო, მარკიზიო - ა. ვიდალი - ტევესი, მორატა
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
მსაჯი: ჯუნიეთ ჩაკირი (თურქეთი)

ტურნირის სტატისტიკა
იუვენტუსი - ბარსელონა
16 გოლი 28
55 % 59
152 დარტყმა 177
61 კარში 72
56 კუთხური 56
34 თამაშგარე 29
23 ყვ. ბარათი 19
0 წით. ბარათი 1
155 ჯარიმა 126
169 ჯარიმა (მათზე) 158
6093 პასი 7849
5388 ზუსტი 7101

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დამშვიდდით, მომგებმა მოიგო:-)
mister
00:55 07-06-2015
0
ზირითადი დრო ნიჰია
irakli
18:54 06-06-2015
0

სიახლეები პოპულარული