"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" "ბარსელონამ" 3:1 აჯობა ტურინის "იუვენტუსს" და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლა.

მე-4 წუთზე ანდრეს ინიესტას პასით ანგარიში ივან რაკიტიჩმა გახსნა და ტაიმი "ბარსამ" 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში იტალიური გუნდი უკეთ ათამაშდა და 55-ე წუთზე კარლოს ტევესის დარტყმულს ალვარო მორატამ დაამატა - 1:1.

68-ე წუთზე ლეო მესის დარტყმული ვერ შეიმაგრა ჯანლუიჯი ბუფონმა და დამატებაზე ლუის სუარესმა იყოჩაღა - 2:1.

ბოლო წუთები "იუვენტუსმა" შეტევაში გაატარა, მაგრამ მე
-7 დამატებულ წუთზე ლუის ენრიკეს გუნდმა აქეთ გაიტანა - თავი ნეიმარმა გამოიჩინა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დასახელდა. ამგვარადა 11 აგვისტოს უეფას ევროპის სუპერთასზე ერთმანეთს ესპანური გუნდები დაუპირისპირდებიან, "ბარსელონა" და "სევილია".

ასევე იხილეთ:
ლუის ენრიკე: უნიკალური ბიჭები მყავს, გამარჯვებულები, ნამდვილი მეომრები
მასიმილიანო ალეგრი: დღეს მოგება შეგვეძლო
უნაი ემერი: თბილისში შეხვედრამდე!
ჩავის უკანასკნელი მატჩი და 25-ე ტიტული
მკითხველის კომენტარები / 6 /
Iuvenusis ragbs arcerti zurnalisti ar agnishnavs.sul cota 3 iko gasagdebi.
kaxa
09 ივნისი 2015 10:39
0
პირველი ტაიმი იყო უმაღლესი დონის კიკ ბოქსისა (იუვეს მხრიდან) და ფეხბურთის დაპირისპირება,მეორე ტაიმში უკვე ნაცემა ბარსამ ვეღარ შეძლო იმ დონეზე ეთამაშა და იუვემ ფეხბურთის გამოურია ხოლმე.რაკიტიჩისა და სუარესის ნაცვლად ხავი და პედრო რომ ყოლოდა ბარსას ალბათ ისეს ცემდნენ თამაშს ვეღარ შემოატრიალებდა.
gio
07 ივნისი 2015 22:00
0
ყაზახეთის პირველ ლიგაში ყიზილ–ჟარმა(პეტროპავლოვსკი) კვლავ მოიგო. გამარჯვებულთა გუნდიდან კვლავ თავი გამოიჩინა დათო ჩაგელიშვილმა
თუში
07 ივნისი 2015 20:58
0
საზიზღრად თამაშობდა იუვენტუსი, ასე როგორ შეიძლება? ფეხბურთი იყო თუ რაგბი?
giorgi
07 ივნისი 2015 13:06
0
ბარსელონამ აჩვენა უმაღლესი დონის ტექნიკური მებძოლი ფეხბუღტი თუმცა არც იუვენტუსი იყო ცუდი თამაში ძალიან მაღალი დონის იყო რასაც იმსახურებდა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ორივე გულდი ღირსეულუ იყო ფინალისათვის მაგრამ ბარსელონამ ღირსეულად გაიმარჯვა ის იმსახურებდა გამარჯვებას
ემზარი
07 ივნისი 2015 12:09
0
Gilocavt,gilocavt,gilocavt.ligac aris,tripletic aris.rogorc tkves ertederti gundi romelsac 2 tripletiaq agebuli.bolo 10 celshi,4 liga.
kaxa
07 ივნისი 2015 04:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული