ლუის ენრიკე: უნიკალური ბიჭები მყავს, გამარჯვებულები, ნამდვილი მეომრები

AutoSharing Option
6 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" "ბარსელონამ" 3:1 აჯობა ტურინის "იუვენტუსს".

ლუის ენრიკემ "ბარსელონაში" სადებიუტო სეზონში შეძლო ტიტულების ჰეთ თრიკის შესრულება: მოიგო ლა ლიგა, სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა.

"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. "ბარსელონას" დღეს უნიკალური შემადგენლობა ჰყავს. ისინი არიან ნამდვილი მებრძოლები, გამარჯვებულები. ისინი თამაშისგან სიამოვნებას იღებენ და ჩვენც გვასიამოვნებენ. წარმოიდგინეთ, ეს ჩვენი მე-60 მატჩი იყო სეზონში და ჩვენ 50-ედ მოვიგეთ.

ძალიან რთული სეზონი იყო და მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვისაც ჩემი თავიდანვე სჯეროდა.

ოქროს ჰეთ თრიკზე
სეზონის წინ არც მიფიქრია, მაგრამ ყველას უნდა თავისი სამუშაო უმაღლეს დონეზე შეასრულოს.

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა მოგებებისგან დაღლა არ იციან", - განუცხადა უეფას ოფიციალურ საიტს ლუის ენრიკემ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიახ მესი მესი მესი:-) მესიმ გადატეხა იუვე:-)
mister
08:25 07-06-2015
0
Kvelas didi pativis miuxedavad.messi ,messi,messi.
kaxa
04:30 07-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული