ლუის ენრიკემ "ბარსელონაში" სადებიუტო სეზონში შეძლო ტიტულების ჰეთ თრიკის შესრულება: მოიგო ლა ლიგა, სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა.
"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. "ბარსელონას" დღეს უნიკალური შემადგენლობა ჰყავს. ისინი არიან ნამდვილი მებრძოლები, გამარჯვებულები. ისინი თამაშისგან სიამოვნებას იღებენ და ჩვენც გვასიამოვნებენ. წარმოიდგინეთ, ეს ჩვენი მე-60 მატჩი იყო სეზონში და ჩვენ 50-ედ მოვიგეთ.
ძალიან რთული სეზონი იყო და მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვისაც ჩემი თავიდანვე სჯეროდა.
ოქროს ჰეთ თრიკზე
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა მოგებებისგან დაღლა არ იციან", - განუცხადა უეფას ოფიციალურ საიტს ლუის ენრიკემ.