თუმცა არც სხვა ფავორიტები დავივიწყოთ, ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნს" საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი რამ დასამტკიცებელი აქვს. ჯგუფურ ეტაპს იწყებენ ლონდონური კლუბებიც, "ჩელსი" და "არსენალი".
დღის მატჩი
რომის "ოლიმპიკო" ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერთასის ბოლო გამარჯვებულს, "ბარსელონას" მასპინძლობს. ბუნებრივია, დღის სუპერტმატჩიც ეს დაპირისპირებაა. რუდი გარსიას გუნდი შეეცდება ქულები დააკარგვინოს ლუის ენრიკეს ტიტულების მანქანას. შეხვედრას ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კუიპერსი გაუძღვება. ვფიქრობთ, მეტი ინტრიგა საჭირო აღარააა - ლუის
"რომამ" იტალიაში იოლად, 3:0 (ემერსონი, ვინჩენცო მონტელა, დამიანო ტომაზი) სძლია მეტოქეს. წარმოიდგინეთ, რომ ამ წყვილში წარმატების მიუხედავად, "რომა" ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და გავარდა, ხოლო "ბარსამ" ჯგუფი მოიგო.
სულ ბოლოს ეს ორი გუნდი 5 აგვისტოს დაუპირისპირდა ერთმანეთს. "ბარსა" თბილისის სუპერთასისთვის ემზადებოდა. მაშინ "კამპ ნოუზე" კატალონიურმა გრანდმა 3:0 მოიგო, გოლები ნეიმარმა, ლიონელ მესიმ და ივან რაკიტიჩმა გაიტანეს.
მერე გაირკვა, რომ ნეიმარს ყბაყურა ჰქონია და ის თბილისში ვერ ჩამოვიდა.
"რომა" ზედიზედ მეორე სეზონია ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. შარშან რუდი გარსიას გუნდს საქმეები კარგად ვერ აეწყო, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპალიგაზე გადაერთო.
"ბარსელონასთვის" კი ეს მატჩი ბოლო ფინალიდან 102-ე დღეს იმართება. შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" ფინალში "იუვენტუსი" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო.
"რომას" ფეხბურთელი სეიდუ კეიტა 2008-12 წლებში "ბარსელონაში" თამაშობდა, ხოლო იაგო ფალკე "ბარსას" აკადემიის გაზრდილია, თუმცა მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ნათამაშები "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში.
ტოტის მხოლოდ ერთი გოლი უკლია და "რომას" რიგებში 300 გოლს გაიტანს.
რუდი გარსია (რომა): "ბარსელონა" არის ევროპის მოქმედი ჩემპიონი კლუბებში და ის თუ არ არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც არის. ჩვენ დიდი ამბიციითა და მოწადინებით ვითამაშებთ, ჩვენი მიზანია, ჯგუფიდან გასვლა, ამიტომ ქულები თავიდანვე უნდა დავაგროვოთ.
სხვანაირად არ შეიძლება. დაცვაშიც და შეტევაშიც ერთიანად, გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. თითოელმა ფეხბურთელმა უნდა იფიქროს თანაგუნდელებზე. ლიონელ მესი? ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში, შეიძლება, საუკეთესოც".
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "რომში დავბრუნდი რამდენიმე წლით დაბერებული, თუმცა მეტი გამოცდილებითაც. ამ ქალაქთან მხოლოდ პოზიტიური მოგონებები მაკავშირებს. ჩემთვის ეს განსაკუთრებული თამაში იქნება, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ კლუბმა სამი ქულა მოიპოვოს. "რომა" ძლიერი გუნდია, რომლისგანაც საფრთხეებს მუდამ უნდა ელოდო".
სავარაუდო შემადგენლობები
რომა: შჩესნი, ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინი, ნაინგოლანი, დე როსი, კეიტა, სალაჰი, ჯეკო, ფალკე
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა, ინიესტა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ნეიმარი, მესი, სუარესი
სხვა მატჩები
ამავე ჯგუფის სხვა მატჩში "ლევერკუზენი" ბელარუსის ბატე-ს მასპინძლობს. გერმანული კლუბს ისეთი "სამეზობლო" ჰყავს, რომ ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს. კიევის "დინამო" "პორტუს" მასპინძლობს, ხოლო "ჩელსის" მეტოქე თელ ავივის "მაკაბია". ლონდონურ კლუბს თითქოს, არ ჰყავს ძლიერი მეტოქე, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ბანაკში ისეთი კრიზისია, ვერაფერს გამოვრიცხავთ.
F ჯგუფში ფავორიტები სტუმრად თამაშობენ. ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნი" "ოლიმპიაკოსს" სტუმრობს, ხოლო არსენ ვენგერის "არსენალი" ხორვატიაში ჩადის "დინამოსთან" სათამაშოდ.
"ვალენსია" "მესტალიაზე" "ზენიტს" მასპინძლობს, ხოლო ბელგიის ჩემპიონი "გენტი" - "ლიონს".
16 სექტემბერი
E ჯგუფი
ლევერკუზენი (გერ)-ბატე (ბელ) 22:45
ტრავმა: თოფრაქი, არანგისი, ჰილბერტი (?), იედვაი (?) - როდიონოვი
რომა (იტა)-ბარსელონა (ესპ) 22:45
ტრავმა: პიანიჩი, კაპრადოსი, რუდიგერი (?), კასტანი (?) - ბრავო, ვერმალენი, დ. ალვეში, დუგლასი
F ჯგუფი
დინამო ზ. (ხორ)-არსენალი (ინგ) 22:45
ტრავმა: შილდენფელდი, პავიჩიჩი - უილშირი, უელბეკი, როსიცკი
ოლიმპიაკოსი (საბ)-ბაიერნი (გერ) 22:45
ტრავმა: ბუხალაკისი - ბენატია, ბადშტუბერი, კირხჰოფი, რიბერი, რობენი
G ჯგუფი
დინამო კ. (უკრ)-პორტუ (პორ) 22:45
დისკვალიფიკაცია: მარკანო (პორტუ)
ტრავმა: ტეოდორჩიკი, მაკარენკო, სიდორჩუკი (?) - ვარელა
ჩელსი (ინგ)-მაკაბი (ისრ) 22:45
დისკვალიფიკაცია: დასა (ისრ)
ტრავმა: კურტუა, რამირესი -
H ჯგუფი
ვალენსია (ესპ)-ზენიტი (რუს) 22:45
ტრავმა: დ. ალვეში, რაიანი -
გენტი (ბელ)-ლიონი (საფ) 22:45
ტრავმა: იოჰანსონი, ვიტასი - ფეკირი, გრენიე, ღეზალი, კონე, როუზი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"