ედენ აზარმა დებიუტში ვილიანის მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა. მერე თავად ბრაზილიელმა გაიტანა, მან ჯარიმა შეასრულა, ბურთს ვერავინ შეეხო და მეკარეც შეცდა. სტუმართა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც უკვე ოსკარმა გარდასახა გოლად. იქამდე კი ჟოზე მოურინიოსთვის სამწუხაროდ ვილიანი დაშავდა, მაგრამ მისთვისვე
ჯგუფის მეორე შეხვედრა დრამატული გამოდგა. თავიდან კიევის "დინამო" აქტიურობდა და იკერ კასილიასს რამდენჯერმე ოსტატობის გამოვლენა დასჭირდა. მერე კი "დრაკონებმა" აჯობეს მეტოქეს.
ვენსან აბუბაქარი, წესით, მატჩის გმირი უნდა გამხდარიყო, მან დუბლი გაახერხა, მაგრამ ბოლო წამებზე კიეველებმა აშკარა თამაშგარედან გაიტანეს, მაგრამ გოლი ჩაითვალა და "დინამო" გადარჩა და ფანებიც გაახარა, "ოლიმპიისკიზე" 52 ათასზე მეტი მაყურებელი იყო. წაგება კი უკრაინელებს მერვედფინალში გასვლის რეალურ შანსს ფაქტობრივად აქედანვე უსპობდა.
დინამო კ.-პორტუ 2:2
გოლები: 1:0 გუსევი (20), 1:1 აბუბაქარი (23), 1:2 აბუბაქარი (81), 2:2 ბუიალსკი (89)
დინამო კ. (4-2-3-1): რიბკა - დანილო სილვა, ხაჩერიდი, დრაოვიჩი, ანტუნეში - რიბალკა, გარმაში - გონსალესი (70. ბელჰანდა), ველოზო (86. კრავეცი), გუსევი (67. ბუიალსკი) - მორაეში
პორტუ (4-4-2): კასილიასი - მაქსი პერეირა, მაიკონი, მარტინს ინდი, ლაიუნი - ანდრე, დ. პერეირა, ნევეში, ერერა (65. ტელიო) - ბრაჰიმი (78. კორონა), აბუბაქარი (90+2. ოსვალდო)
გაფრთხილება: გუსევი, რიბალკა - მაიკონი, მაქსი პერეირა, აბუბაქარი, დ. პერეირა
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13(4)-7(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 40 684
ჩელსი-მაკაბი 4:0
გოლები: 1:0 ვილიანი (15), 2:0 ოსკარი (45+4), 3:0 დიეგო კოშტა (58), 4:0 ფაბრეგასი (78)
ჩელსი (4-1-4-1): ბეგოვიჩი - ასპილიკუეტა, ზუმა, კეჰილი, ბაბა - ლოფტუს-ჩიკი (77. ტრაორე) - ვილიანი (23. დიეგო კოშტა), ფაბრეგასი, ოსკარი (65. რამირესი), აზარი - რემი
მაკაბი (4-1-4-1): რაიკოვიჩი - შპუნგინი (71. პერეტცი), ბენ ჰაიმ I, ტიბი, ბენ ჰარუში - ალბერმანი - ბენ ჰაიმ II (64. მიხა), მიტროვიჩი, იგიებორი, რიკანი (64. რადონიიჩი) - ზაჰავი
შენიშვნა: აზარმა ვერ გაიტანა პენალტი (6)
გაფრთხილება: ლოფტუს-ჩიკი - რაიკოვიჩი, იგიებორი, ბენ ჰაიმი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 16(5)-7(1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 52 369
მომდევნო ტური
29 სექტემბერი:
მაკაბი-დინამო კ, პორტუ-ჩელსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სტატიის ავტორს! ცოტა მაინც ისწავლეთ ფეხბურთის წესები