ჩემპიონთა ლიგა. II ტური. E ჯგუფი: "ბარსამ" ორ წუთში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ძალიან საინტერეოდ განვითარდა მოვლენები E ჯგუფში, სადაც "ბარსელონამ" "ბაიერს" უმასპინძლა, ბატე-მ კი "რომას". ორივე მატჩი მასპინძელმა მოიგო და ორივე შემთხვევაში მინიმალური სხვაობით.

"ბარსელონა" მე-80 წუთამდე აგებდა "ბაიერთან" და შემდეგ, ორ წუთში ორი გოლი გაიტანა. ჯერ შეცვლაზე შესულმა სერხი რობერტომ იყოჩაღა, როდესაც დასწრებაზე ივარგა და შეაგორა ბურთი კარის ბადეში, შემდეგ კი ლუის სუარესმა გაიბრწყინა და საშუალო დისტანციიდან, უძლიერესი დარტყმით გერმანელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ესპანელებმა დარჩენილი დროც შეტევებში გალიეს და კიდევ შეეძლოთ გატანა. მართალია, "ბარსამ" თამაშის დიდი ნაწილი უსახურად ითამაშა და
მხოლოდ ბოლო 10 წუთი ივარგა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი სამი ქულის მოსაპოვებლად. თანაც, არ უნდა დაგვავიწუდეს, რომ ლუის ენრიკეს გუნდს ტრავმირებული ლიონელ მესის გარეშე უწევს ასპარეზობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბორისოვოში სენსაცია მოხდა, რადგან ბატე-მ ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი, "რომა" დაამარცხა. პირველი ტაიმი იტალიელთათვის კატასტროფული გამოდგა, რადგან ბატე-მ მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. თითქოს, იქვე გადაწყდა მატჩის ბედი, მაგრამ მეორე ნახევარში, "ჯალორისი" გამოცოცხლდა, ორი გოლი შეაგდო და სულ ცოტა დააკლდა, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსა" ჯგუფის ფავორიტად რჩება, მეორე ადგილისთვის კი ალბათ დიდი ბრძოლა გაჩაღდება.

ბარსელონა-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 0:1 პაპადოპულოსი (22), 1:1 სერხი რობერტო (80), 2:1 სუარესი (82)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, მატიო - რაკიტიჩი (72. სერხი რობერტო), ბუსკეტსი, ინიესტა (60. ალბა) - რამირესი (63. მუნირი), ნეიმარი, ლ. სუარესი
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - დონატი (76. ჰილბერტი), ტაჰი, პაპასტატოპულოსი, ვენდელი - კრამერი, ბენდერი - კამპლი, ჩალჰანოღლუ, ბელარაბი (66. ბრანდტი) - ხ. ერნანდესი (55. კისლინგი)
გაფრთხილება: მასკერანო, ნეიმარი, ალბა - პაპადოპულოსი, ბენდერი, კამპლი, ჩალჰანოღლუ
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 10-22; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 14-8 (8-3); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 75 000

ბატე-რომა 3:2
გოლები: 1:0 სტასევიჩი (8), 2:0 მლადენოვიჩი (12), 3:0 მლადენოვიჩი (30), 3:1 ჟერვინიო (66), 3:2 ტოროსიდისი (82)
ბატე (4-2-3-1): ჩერნიკი - პოლიაკოვი, დუბრა, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი - ნიკოლიჩი (87. ა. ვოლოდკო), იაბლონსკი - სტასევიჩი, მ. ვოლოდკო (85. რიოსი), გორდეიჩუკი (72. გლები) - სიგნევიჩი
რომა (4-3-3): სჩესნი - ფლორენცი (90. სოლერი), მანოლასი, დე როსი, დინე - პიანიჩი, ნაინგოლანი, ვაინკური (39. იაგო) - იტურბე (46. ტოროსიდისი), ჟერვინიო, სალაჰი
გაფრთხილება: დუბრა, მილუნოვიჩი - მანოლასი, დინე, დე როსი
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10-15 (7-8); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 13 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 1 1 0 3-2 4
2. ლევერკუზენი 2 1 0 1 5-3 3
3. ბატე 2 1 0 1 4-6 3
4. რომა 2 0 1 1 3-4 1

მომდევნო ტური
20 ოქტომბერი:
ბატე-ბარსელონა, ლევერკუზენი-რომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული