"პორტუსა" და "ჩელსის" დაპირისპირება დღის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისაპირება იყო. ჟოზე მოურინიო თავის ყოფილ გუნდს უპირისპირდებოდა და მისთვის "დრაგაოზე" სტუმრობა სიმბოლურიც გახლდათ. "დრაკონებმა" მატჩი უფრო აქტიურად დაიწყო. ლოგიკური იყო, რომ "გიმარაეშიდან" მოყვანილმა ანდრე ანდრემ მასპინძლები დააწინაურა. თუმცა "ჩელსიმ" შესვენებამდე მაინც მოახერხ გათანაბრება - ვილიანი ძალიან კარგ ფორმაშია და ბრაზილიელმა ამჯერადაც გაიტანა.
უცნაური იყო ის, რომ მოუმ ედენ აზარი დატოვა სათადარიგოთა სკამზე და მისი შემოყვანა შესვენების მერეც არ იჩქარა. მეორე გოლი კი მასპინძლებმა კუთხურის მერე გაიტანეს, რუბენ ნევეში მაიკონს დაეხმარა თავის გამოჩენაში.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში კიევის "დინამო" თელ-ავივში "მაკაბის" სტუმრობდა და თუ უკრაინულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა სურდა აუცილებლად უნდა მოეგო. სერგეი რებროვის ბიჭები დებიუტშივე დაწინაურდნენ. თავი დინამოელთა ლიდერმა ანდრეი იარმოლენკომ გამოიჩინა, მან დერლის გონსალესის პასით იხეირა.
პირველი ტაიმისა არ იყოს, კიეველებმა მეორე ნახევრის დასაწყისშიც გაიტანეს და ინტრიგა მოკლეს. გონსალესი ამ შემთხვევაშიც ასისტენტად მოგვევლინა, გოლი კი ჟუნიორ მორაეშმა შეაგდო. საბოლოოდ, უკრაინელებმა კიევური კატლეტივით გემრიელი გამარჯვება მოიპოვეს.
ამ ხუმრობა-ხუმრობაში კიევის "დინამო" პირველ ადგილზე გადავიდა, "პორტუ" მეორეა, ხოლო "ჩელსი" ინგლისური გუნდების ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელ გამოსვლას აგრძელებს და მესამეზეა.
მაკაბი თ.ა.-დინამო კ. 0:2
გოლები: 0:1 იარმოლენკო (4), 0:2 მორაეში (50)
მაკაბი თ.ა. (4-3-2-1): რაიკოვიჩი - დაშა, ტიბი, ბენ ჰაიმ I (46. ბენ ჰაიმ II), რიკანი - მიტროვიჩი (61. იცჰაკი), ალბერმანი, პერეტცი - ვერმუტი (79. ვერმუტი), ზაჰავი - ბენ ბასატი
დინამო კიევი (4-2-3-1): შოვკოვსკი - დანილო სილვა, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ანტუნეში - სიდორჩუკი, რიბალკა - გონსალესი (78. ვიდა), ველოზო (69. ბუიალსკი), იარმოლენკო - მორაეში (81. მორაეში)
გაფრთხილება: ბენ ბასატი, რიკანი, ტალ ბენჰაიმ II - ველოზო, ხაჩერიდი, ანტუნეში
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 8-15 (1-7); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 27 100
პორტუ-ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 ანდრე ანდრე (39), 1:1 ვილიანი (45+2), 2:1 მაიკონი (52)
პორტუ (4-4-1-1): კასილიასი - ფერეირა, მაიკონი, მარკანო, მარტინს ინდი - ანდრე (80. ლაიუნი), პერეირა, რუბენ ნევეში (78. ევანდრო), იმბულა - ბრაჰიმი (86. ოსვალდო) - აბუბაქარი
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ივანოვიჩი, კეჰილი, ზუმა, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი, ობი მიკელი (62. აზარი) - რამირესი (73. მატიჩი), ვილიანი, პედრო (73. კენედი) - დიეგო კოშტა
გაფრთხილება: მარტინს ინდი, მარკანო, პერეირა, იმბულა - კეჰილი, ასპილიკუეტა, მატიჩი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 20-12 (6-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 46 120
თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო კ. 2 1 1 0 4-2 4
2. პორტუ 2 1 1 0 4-3 4
3. ჩელსი 2 1 0 1 5-2 3
4. მაკაბი 2 0 0 2 0-6 0
მომდევნო ტური
20 ოქტომბერი:
პორტუ-მაკაბი, დინამო კ.-ჩელსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
01:48 30-09-2015
ჩემპიონთა ლიგა. II ტური. G ჯგუფი: კიევური კატლეტი და მოურინიოს ფიასკო [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული