ჩემპიონთა ლიგა. II ტური. C ჯგუფი: "ბენფიკა" გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ძალიან უცნაური მატჩი გაიმართა ყაზახეთის დედაქალაქში, სადაც "ასტანამ" "გალათასარაის" უმასპინძლა. მატჩი ფრედ დასრულდა, 2:2, ფეხბურთელებმა კი საკუთარი კარი დაბომბეს.

"გალათასარაის" რიგებიდან ავტოგოლები ბალთამ და კაროლემ გაიტანეს, "ასტანას" შემადენლობაში კი იგივე ერიკმა გააკეთა. გამონაკლისი კისა გახლდათ, რომელმაც სწორად შეარჩია კარი და გოლი მეტოქეს გაუტანა.

მოკლედ, ეს ტრაგი-კომედია ჰეფი ენდით დასრულდა, მეგობრობამ გაიმარჯვა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. "ასტანამ" ისტორიული ქულა მოიპოვა და წესით, ყაზახები ძალიან კმაყოფილნი უნდა იყვნენ, აი "გალათასარაის" კი ძალიან გაუჭირდება მიზნის მიღწევა, ანუ ჯგუფური ბარიერის დაძლევა.

მეორე მატჩი მადრიდში
შედგა, სადაც "ატლეტიკომ" "ბენფიკა" მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად, დამარცხდა.

არადა, ესპანელები კორეას გოლით იგებდნენ და ისეთი პირი უჩანდა, რომ დიეგო სიმეონეს შეგირდები მორიგ სამ ქულას ჩაიწერდნენ აქტივში. თუმცა, გაიტანმა, შემდეგ კი გუედესმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და გამარჯვება ლისაბონურმა გუნდმა მოიპოვა. "ბენფიკა" ჯგუფს სათავეში მოექცა და ჯერჯერობით, უდანაკარგოდ ასპარეზობს.

ასტანა-გალათასარაი 2:2
გოლები: 0:1 კისა (31), 1:1 ბალთა (77 ს.კ.), 1:2 ერიკი (86 ს. კ.), 2:2 კაროლე (89 ს. კ.)
ასტანა (4-5-1): ერიკი - ილიჩი, პოსტნიკოვი, ანიჩიჩი, შომკო - ჟოლჩნევი (77. ნუსერბაიევი), ჟუკოვი (89. შეჩეტკინი), კანასი, მაკსიმოვიჩი, კეტევოამა (82. მუჟიკოვი) - კაბანანგა
გალათასარაი (4-2-3-1): მუსლერა - დენაიერი, კაია, ბალთა, კაროლე - ინანი, კისა (82. გუმუსი) - ოზთექინი (90. სანოღლუ), პოდოლსკი (68. როდრიგესი), სნეიდერი - ბულუთი
გაფრთხილება: ინანი, გუმუსი (გალათასარაი)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 10-5; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14-10 (9-7); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 30 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ატლეტიკო-ბენფიკა 1:2
გოლები: 1:0 კორეა (23), 1:1 გაიტანი (36), 1:2 გუედესი (51)
ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, ტიაგო, ო. ტორესი (63. საული) - გრიზმანი (71. ვიეტო), ჯ. მარტინესი, კორეა (77. ფ. ტორესი)
ბენფიკა (4-4-2): ჟულიო სეზარი - ნელსინიო, ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ - გუედესი, ალმეიდა, სამარისი (73. ფეისა), გაიტანი - ჯონასი (80. პიცი), ხიმენესი (72. მიტროღლუ)
გაფრთხილება: ოლივერ ტორესი, მარტინესი - ლუიზაო, ელიზეუ, ჟარდელი, სამარისი
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-4 (7-2); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 54 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბენფიკა 2 2 0 0 4-1 6
2. ატლეტიკო 2 1 0 1 3-2 3
3. გალათასარაი 2 0 1 1 2-4 1
4. ასტანა 2 0 1 1 2-4 1

მომდევნო ტური
21 ოქტომბერი:
ატლეტიკო-ასტანა, გალათასარაი-ბენფიკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული