სანაკრებო პაუზების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ბოლოსწინა ტურით განახლდება...
ვის რა სჭირდება
შეჯიბრება 4 ქვეჯგუფში განახლდება და საინტერესოა, როგორი სატურნირო სიტუაციაა ჯგუფებში. E ჯგუფში "ბარსელონას" მხოლოდ ფრეც კი ჰყოფნის, რომ არა მარტო გავიდეს, არამედ პირველი ადგილიც დაიბევოს. მეტიც, ლუის ენრიკეს კრებულს შეუძლია, წაგების შემთხვევაშიც მოიპოვოს დღეს პლეი
F ჯგუფში ლიდერებს სიტუაცია მარტივად აქვთ - თუკი "ბაიერნი" და "ოლიმპიაკოსი" ფრით გაიყრებიან, ისინი მშვიდად მოიპოვებენ პლეი ოფის საგზურს. ამ ორ გუნდში გამარჯვებული თავისთავად გასულია, ოღონდ "ბაიერნი", ანგარიშის მიუხედავად, პირველ ადგილს დაიბევებს.
"არსენალი" "ბაიერნს" ვეღარ გაუსწრებს, ამიტომ ლონდონელებს "ოლიმპიაკოსის" მარცხი და თავიანთი გამარჯვება აწყობთ შანსის შესანარჩუნებლად. ზაგრებელთა შანსები თეორიულზე თეორიულია.
G ჯგუფში "პორტუს" ფრე ჰყოფნის, პორტუგალიელებს შეუძლიათ პირველი ადგილის დაბევებაც: თუ ისინი მოიგებენ და ლონდონელები ვერ მოუგებენ "მაკაბის" ან პორტუგალიელები ფრედ ითამაშებენ და ინგლისელები წააგებენ.
H ჯგუფში "ზენიტი" უკვე გასულია, ფრის შემთხვევაში რუსული კლუბი პირველ ადგილს დაიბევებს. ეს შეიძლება წაგების შემთხვევაშიც მოხდეს. "ვალენსია" საგზურს დაიბევებს, თუ იმარჯვებს და თავის მხრივ, ვერ მოიგებს "გენტი".
დღის მატჩი
"კამპ ნოუ" მადრიდის ტრიუმფატორებს ელის, თანაც, "ბარსას" ჩემპიონთა ლიგაზეც შეუძლია წლევანდელ მიზანს მიაღწიოს და საქმე ბოლო ტურისთვის არ გადადოს. მოკლედ, კატალონიაში შესანიშნავი განწყობაა და იქ "რომას" ელიან. რაფინიამაც კი გაიხარა, რომელიც სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს ტრავმის გამო, უმცროს ალკანტარასთან "ბარსამ" ახალი კონტრაქტი დადო. უქმეებზე გუნდებს სხვადასხვანაირი განწყობა ჰქონდათ, "ბარსამ" კლასიკოზე "რეალს" 4:0 მოუგო ლუის სუარესის დუბლით, თითო გოლი ნეიმარმა და ანდრეს ინიესტამ გაიტანეს. იტალიაში "რომამ" სტუმრად ვერ მოახერხა "ბოლონიას" დამარცხება - 2:2. მირალემ პიანიჩმა და ედინ ჯეკომ გაიტანეს, ორივემ პენალტით.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ჩვენ ამ მატჩს ვუყურებთ, როგორც საშუალებას, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკეთ თამაში შეგვიძლია, ვიდრე ეს "რეალთან" გამოგვივიდა. იმ 4:0-ს, რა თქმა უნდა, ვერ შევადარებ 2009 წლის 6:2-ს, თუმცა ჩვენი გამარჯვებითაც დიდად კმაყოფილნი დავრჩით. "რომასთან" რთულ თამაშს ველით, მეტოქეს გამარჯვება ესაჭიროება, ამიტომ შემტევ ფეხბურთს უნდა ველოდოთ. მოხარული ვარ, რომ ლეო მესი დაბრუნდა".
რუდი გარსია (რომა): "ფეხბურთი ლამაზი თამაშია, რომელშიც ყოველთვის საუკეთესო არ იმარჯვებს. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე გუნდი დაუმარცხებელია. საკუთარი ძალების თუ არ გჯერა, "კამპ ნოუზე" გასვლას და თამაშს არ აქვს აზრი, აუცილებლად წააგებ. ძალიან ბევრი უნდა ვიბრძოლოთ, რომ შანსები მოგვეცეს და მერე ის შანსები გამოვიყენოთ. "ბარსელონას" დამარცხებამ შეიძლება "რომას" ისტორია შეცვალოს".
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი 16 სექტემბერს რომში 1:1 დასრულდა. მაშინ ალესანდრო ფლორენციმ მოედნის ცენტრიდან გაუტანა კატალონიელებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ტერ შტეგენი - ალვეში, პიკე, ვერმალენი, ალბა - ბუსკეტსი, რობერტო, ინიესტა - მესი, სუარესი, ნეიმარი
რომა: შჩესნი - მაიკონი, რიუდიგერი, მანოლასი, დინი - დე როსი - ფლორენცი, ნაინგოლანი, პიანიჩი, ფალკე - ჯეკო
სამშაბათი. 24 ნოემბერი
E ჯგუფი
ბატე-ლევერკუზენი 21:00
დისკვალიფიკაცია: თოფრაქი, პაპადოპულოსი (ლევ)
ტრავმა: როდიონოვი, სტასევიჩი - ჰილბერტი, იედვაი, კისლინგი, რიუ, ბენდერი (?)
ბარსელონა-რომა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დუგლასი, რაფინია, მასკერანო (?) - კაპრადოსი, ჟერვინიო, სალაჰი, ტოტი, დე როსი (?)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 4 3 1 0 8-2 10
2. რომა 4 1 2 1 10-10 5
3. ლევერკუზენი 4 1 1 2 11-10 4
4. ბატე 4 1 0 3 4-11 3
F ჯგუფი
არსენალი-დინამო ზ. 23:45
დისკვალიფიკაცია: პივარიჩი (დინ)
ტრავმა: არტეტა, კოკლენი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რემზი, როსიცკი, უოლკოტი, უელბეკი, უილშირი - ანტოლიჩი, შინდელფელდი
ბაიერნი-ოლიმპიაკოსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერნატი, გიოტცე, რიბერი, ტ. ალკანტარა, ალაბა (?) - დომინგესი, მანიატისი, ბოტია (?), ბუხალაკისი (?)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 3 0 1 13-3 9
2. ოლიმპიაკოსი 4 3 0 1 6-6 9
3. არსენალი 4 1 0 3 6-10 3
4. დინამო ზ. 4 1 0 3 3-9 3
G ჯგუფი
პორტუ-დინამო კ. 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაიკონი, ბრაჰიმი (?) - ბურდა, კრანჩარი, მოროზიუკი, მიაკუშკო, ვიდა
მაკაბი-ჩელსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რადონიჩი, ბენ ხაიმი (?) - კურტუა, ფალკაო
თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუ 4 3 1 0 9-4 10
2. ჩელსი 4 2 1 1 7-3 7
3. დინამო კ. 4 1 2 1 5-4 5
4. მაკაბი 4 0 0 4 1-11 0
H ჯგუფი
ზენიტი-ვალენსია 21:00
დისკვალიფიკაცია: ანიუკოვი (ზენ)
ტრავმა: ფაიზულინი - ბარაგანი, მუსტაფი, ნეგრედო, პიატი, როდრიგო, ფუეგო (?)
ლიონი-გენტი 23:45
დისკვალიფიკაცია: გონალონი (ლიონ)
ტრავმა: ფეკირი, კალულუ, გრენიე, ბიშევაცი (?), მალბრანკი (?) - მატონი, პედერსენი, დეპუატრი (?), იოჰანსონი (?), მილიჩევიჩი (?), ვან დერ ბრუგენი (?)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ზენიტი 4 4 0 0 10-4 12
2. ვალენსია 4 2 0 2 5-5 6
3. გენტი 4 1 1 2 4-5 4
4. ლიონი 4 0 1 3 2-7 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"