რამოსი და მარსელო "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარებიან

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველები სერხიო რამოსი და მარსელო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.

სერხიო რამოსს მხრის პრობლემა ჯერ კიდევ "სევილიასთან" შეხვედრის შემდეგ აქვს. ესპანელ ფეხბურთელს ოპერაციის გაკეთება არ სურს, ამიტომ სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს, რომელიც ერთ თვეს გასტანს.

ბრაზილიელი მცველი კი "ელ კლასიკოში" დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" და დონეცკის "შახტარის" შეხვედრა ხვალ, 25 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული