გენტი VS ვოლფსბურგი: დებიუტანტების ბრძოლა

AutoSharing Option
ეს, ალბათ, ის წყვილია, რომელსაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ევროპულ მედიაში. ბელგიის ჩემპიონ "გენტს" ამ ეტაპზე არავინ ელოდა, მაგრამ "ვალენსიამ" ჯგუფური ეტაპი ჩააფლავა...

* ორივე გუნდი დებიუტანტია - არც "გენტი" და არც "ვოლფსბურგი" არასოდეს ყოფილა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

* "გენტმა" ყველა შეჯიბრებაში ბოლო 7 შვიდი საშინაო მატჩი მოიგო.

* მას მერე, რაც ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, "ვოლფსბურგი" საშინელ ფორმაშია, მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო.

* ნალდო, "ვოლფსბურგის" ჯგუფური ეტაპის გმირი, მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ჰეინ ვენჰაზენბრუკი (გენტი): "განსხვავება ისაა, რომ
საშინაო და საგარეო გოლებს სხვადასხვა ფასი აქვს. ეს ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ბელგიის თასის გათამაშებაში. "ბრიუგესთან" არაფერში საჭირო გოლი გავუშვით შინ და ამის გამო ფინალში ვერ გავედით. მით უფრო მნიშვნელოვანია, ჩემპიონთა ლიგაში არ გავიმეოროთ სულელური შეცდომები. ახლა მთავარია, კარგ შედეგს მივაღწიოთ შინ, რომ საპასუხო მატჩის წინ გასვლის შანსი გვქონდეს".

დიტერ ჰეკინგი (ვოლფბურგი): "უამრავი პრობლემა გვაქვს. საერთო ჯამში, ვერ ითამაშებს ხუთი ისეთი ფეხბურთელი, რომლებსაც სასტარტოში წარმოვიდგენდი. მაგრამ საკმარისად ძლიერები ვართ იმისთვის, რომ ბელგიაში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულია. ბუნდესლიგის მატჩების წინ დარბაზში 7-8 ჟურნალისტია ხოლმე, ახლა კი დარბაზი გადავსებულია.

ფეხბურთელებისთვის ამაზე კარგი ასპარეზი თავის გამოსაჩენად არ არსებობს. გერმანიაში "გენტს" ცოტა აგდებით უყურებენ, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები, ჩვენი მეტოქე ძლიერია. ორი ძალიან კარგი მატჩის ჩატარება დაგვჭირდება, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ".

ამ უქმეებზე
ბელგიის ჩემპიონატში "გენტმა" "მუსკრონს" 2:0 მოუგო. ბელგიის ჩემპიონს გაუჭირდა და მეტოქე მხოლოდ 85-ე წუთზე გატეხა, როცა მბარკ ბუსუფამ გაიტანა სტუმართა კარში. ბუსუფა იჯარით გადავიდა "გენტში" და პირველად თამაშობდა (შეცვლაზე შევიდა).

"ვოლფსბურგმაც" ანალოგიური ანგარიშით მოიგო, "ინგოლშტადტი" დრაქსლერისა და კნოხეს გოლებით დაამარცხა - 2:0. ამით გერმანულმა გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ურთიერთშეხვედრები
ამ ორ გუნდს ერთმანეთში არასოდეს უთამაშია.

ოთხშაბათი. 17 თებერვალი
გენტი-ვოლფსბურგი 23:45
დისკვალიფიკაცია: ნალდო (ვოლფსბურგი)
ტრავმა: ვიკჰეიმი, ვან დერ ბრუგენი - გილავოგი, ბენალიო, კალიჯური, ასკუესი, დოსტი
სავარაუდო შემადგენლობები
გენტი (3-2-3-2): სელსი - ასარე, მიტროვიჩი, ნილსენი - კუმსი, ნეტო - დეჟაგერი, მილიჩევიჩი, ფოკე - სიმონი, დეპუატრი
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტელსი - ტრეში, კნოხე, დანტე, როდრიგესი - არნოლდი, ლუის გუსტავო - ვიერინია, დრაქსლერი, შიურლე - კრუზე
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენტი მოუგებს აუცილებლად, საკუთარ მოედანზე ნაგლად თამაშობს.

ვისაც გინდათ, შეგიძლიათ მილიონი დადოთ გენტის მოგებაზე და თუ გენტი ვერ მოიგებს, მაშინ მე აგინაზღაურებთ მაგ თქვენ თანხას.
გენტი–ვოლსბურგი
20:19 17-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული