არსენ ვენგერი: როცა გგონია, რომ კარგად თამაშობ, "ბარსელონა" გკლავს

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ბარსელონასთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"როცა მოგვეჩვენა, რომ აი, ახლა ავიღებთ ინიციატივას საკუთარ ხელში და დომინირებას დავიწყებთ, "ბარსელონამ" გოლი გაგვიტანა.

ზუსტად ასე იყო გასულ სეზონში "მონაკოსთან" მატჩში. ასეთი გულუბრყვილობა ცუდ ხასიათზე მაყენებს.

ვიცოდით, რომ "ბარსელონასთვის" კონტრშეტევის უფლება არ უნდა მიგვეცა და ეს გამოგვდიოდა კიდეც.

როცა გგონია, რომ კარგად თამაშობ, "ბარსელონა" გკლავს. მომენტები გვქონდა, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენეთ. მეტოქე ჩვენზე უკეთესი
აღმოჩნდა და ამაში სასირცხვილო არაფერია.

"ბარსელონა" 95 პროცენტით შემდეგ ეტაპზეა გასული, მაგრამ გვინდა მათთან სტუმრად ჩავიდეთ და ვებრძოლოთ.

ჩვენ "არსენალი" ვართ. გვინდა მოედანზე გავიდეთ და ვიბრძოლოთ. შანსები არ გვაქვს, მაგრამ მაინც საპასუხო მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი.

სამწუხაროა, რომ ფეხბურთელებმა ამ მატჩისგან სიამოვნება ვერ მიიღეს, არადა, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ძალიან რთულია "ბარსელონას" სულისკვეთების გატეხვა. ეს ევროპისა და მსოფლიოს უძლიერესი გუნდია.

მგონია, რომ მოგება შეგვეძლო და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არ გამოგვივიდა. წაგება ხდება ხოლმე, მაგრამ "ბარსელონასთან" გამარჯვების შესაძლებლობა გვქონდა", - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ესპანეთში 16 მარტს გაიმართება.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთი დონის ფეხბურთი,რასაც ბარსა თამაშობს, ჯერ არავის უთამაშია ისტორიაში.
sake
22:27 24-02-2016
0
მეორე ტაიმში დაიყწეს თამაში და თავი შეინახეს თორე არსენალს დაიკლავდნენ :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული