ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მოიქცევიან თუ არა "ჩელსის" ფეხბურთელები კაცურად? ვნახოთ

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.


შვედმა ფეხბურთელმა წინა სეზონის ინციდენტი გაიხსენა. მაშინ იბრაჰიმოვიჩი ოსკარზე უხეში თამაშის გამო გააძევეს. ზლატანმა "ჩელსის" ფეხბურთელების ქმედებაზე იცინა, რომლებიც მსაჯისგან მის გაძევებას ითხოვდნენ.

"მოიქცევიან თუ არა "ჩელსის" ფეხბურთელები კაცურად? ვნახოთ. იმ შეხვედრაში მე ეს არ შემიმჩნევია. იმ სიტუაციაში, უბრალოდ, არ ველოდი ზრდასრული მამაკაცებისგან ასეთ საქციელს. თუმცა ახლა ახალი თამაში იქნება. იმედია, ყველაფერი სხვანაირად იქნება.

არასდროს ვფიქრობ შურისძიებაზე. იმედია, ახლა უფრო
დიდი ხანი შევძლებ მოედანზე გაჩერებას და იმის კეთებას, რაც ყველაზე ძალიან კარგად გამომდის - ფეხბურთის თამაშს", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული